fbpx
22:42 | 2020-03-31 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ უნდა გადაადგილდეთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში 2-ზე მეტი ბავშვია

როგორ უნდა გადაადგილდეთ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახში 2-ზე მეტი ბავშვია

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში საგანგებო პირობების გათვალისწინებით, აიკრძალა 3 ადამიანზე მეტის შეკრება და ასევე, მანქანით შესაძლებელია მხოლოდ სამი მგზავრის გადაყვანა.

 

მძღოლის გვერდით ჯდომა იკრძალება!

 

კითხვაზე, ოჯახში თუ 3 წევრზე მეტია, მაგალითად 4, ამ შემთხვევაშიც არ შეიძლება გადაადგილება?

 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ეს შეზღუდვა ამ შემთხვევასაც ეხება და მსგავსი დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მძღოლს დაეკისრება.

 

„ბევრი კითხვა დაისვა, რომ ოჯახში გვყავს სამი, ოთხი შვილი და როგორ გადავადგილდეთ – ისე უნდა დავგეგმოთ ეს პროცესი, რომ მანქანაში, 3–ზე მეტი ადამიანი არ იჯდეს, ეს კეთდება, პირველ ყოვლისა, არასრულწლოვნების ჯანმრთელობის ინტერესებიდან გამომდინარე. ნებისმიერი ასაკის ბავშვზეა საუბარი“, – განმარტა მეზვრიშვილმა.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X