fbpx
16:13 | 2020-10-26 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ ცხოვრობს დღეს „ვოისის“ სცენაზე გათავისუფლებული ქართველი მსჯავრდებული – უპრეცედენტო შემთხვევას BBC ეხმაურება

როგორ ცხოვრობს დღეს „ვოისის“ სცენაზე გათავისუფლებული ქართველი მსჯავრდებული – უპრეცედენტო შემთხვევას BBC ეხმაურება

26 წლის თეონა ყოლბაიას ცხოვრება ერთმა საბედისწერო დღემ მთლიანად შეცვალა, თუმცა ახლა იმ დღეს განსხვავებულად ხედავს და იხსენებს.


ყოლბაია 2015 წლის 5 მაისს ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს და 13 წელი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ამნისტიის შემდეგ მას სასჯელის ვადად 4 წელი განესაზღვრა.

 

გათავისუფლებმდე ნახევარი წლით ადრე კი მსჯავრდებული მუსიკალურ პროექტში „ვოისში“ მონაწილეობდა, როდესაც იგი იმდროინდელმა სასჯელაღსრულების მინისტრმა კახა კახიშვილმა პირდაპირ სცენიდან გაათავისუფლა.

 

მსოფლიო ტელესივრცეში უპრეცედენტო შემთხვევას BBC-ც გამოეხმაურა. 

 

„ეს იყო მართლაც შოკი. მადლობა იმ მომენტში არ მითქვამს ბატონი კახისთვის, რადგან იქ უკვე ქაოსი იყო. სცენაზე ყველა მეხუტებოდა და ბატონ კახისთან მისვლა ვერ მოვახერხე. მას შემდეგ 6 წელი გავიდა და ექვსი წლის შემდეგ გადავუხადე მადლობა“, – ამბობს თეონა ყოლბაიამ ტელეკომპანია „იმედთან“ საუბრისას.

 

„ქართული ოცნების” ისნის მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატ კახი კახიშვილთან ერთ-ერთ შეხვედრაზე თეონა შემთხვევით მოხვდა. ახლა ის და მისი მეუღლე მისი მხარდამჭერები არიან და საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად არიან ჩართულები.

 

თეონა ყოლბაია ახლა მეუღლესთან და მის მცირეწლოვანთან ერთად ცხოვრობს. წლებია აღარ მღერის, თუმცა დიდი სურვილი აქვს, რომ დიდ ორკესტრთან ერთად ლამაზი სიმღერა შეასრულოს.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X