fbpx
00:05 | 2020-11-27 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

როგორ შეცვლის ახალი შეზღუდვები პანდემიის მაჩვენებლებს – ამირან გამყრელიძის პასუხი

როგორ შეცვლის ახალი შეზღუდვები პანდემიის მაჩვენებლებს – ამირან გამყრელიძის პასუხი

„რას მოგვცემს ახალი შეზღუდვები? – დაახლოებით 2 კვირის თავზე უნდა ველოდოთ ტენდენციას. აღარ უნდა გვქონდეს ახალი შემთხვევების ასეთი ინტენსიური ზრდა, როგორც ახლაა.“- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში განაცხადა.

 

მისის თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით ახალ ფაზაში, „სპირალშია“.

 

„ნებისმიერი პანდემიის მართვის ერთ-ერთი და არა ერთადერთი ღონისძიება გახლავთ შეზღუდვები. დიდი ეპიდემიების დროს პერიოდულობით თუ არ წესდება გარკვეული შემზღუდველი ღონისძიებები, ეფექტი ვერ მიიღწევა. მარტო შემზღუდველი ღონისძიებები ეფექტს ვერ მოგვცემს თუ მისი აღსრულების კონტროლი არ ხდება.

 

აუცილებელი იყო შემზღუდველი ღონისძიებების შემოღება, რადგან ჩვენ სერიოზულ ფაზაში, სპირალში შევედით ახალ ინფიცირებულთა რაოდენობით. რას მოგვცემს ახალი შეზღუდვები?! რას მოგვცემს ახალი შეზღუდვები?! დაახლოებით 2 კვირის თავზე უნდა ველოდოთ ტენდენციას. აღარ უნდა გვქონდეს ახალი შემთხვევების ასეთი ინტენსიური ზრდა, როგორც ახლაა“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

შეგახსენებთ, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ქვეყანაში მოქმედი წერტილოვანი შეზღუდვების გამკაცრებისა და გაფართოების გადაწყვეტილება მიიღო.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

0
კომენტარი - +

X