11:53 | 2020-06-26 ავტორი: Prime Time

კამერებმა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულები დააფიქსირეს – ვიდეო

კამერებმა ფეხბურთელის საქმეზე დაკავებულები დააფიქსირეს – ვიდეო

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დღეს 17 პირი, მათ შორის 1 არასრულწლოვანი, დააკავეს. სავარაუდო ბრალდებულების დაკავება დღეს დილით მოხდა.

 

დიღმის სამმართველოში მათი გამოკითხვა დილიდან მიმდინარეობდა. ოპერატორების ობიექტივში მოხვდნენ დაკავებულები, რომლებიც იზოლატორში გადაიყვანეს.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს
2020-06-26გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს

 

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულებს შორის შავი „ტოიოტა ქამრის“ მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე არიან.

 

დაკავებულების ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები რამდენიმე საათის წინ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. დაკავებულებს, სავარაუდოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის “ა” პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს – თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან.

 

📌 გარდაცვლილი ფეხბურთელის საქმეზე 17 პირი დააკავეს

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on პარასკევი, 26 ივნისი, 2020

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X