17:59 | 2020-03-24 ავტორი: ალექსი ქამადაძე

როგორ შეაჩერეს იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში COVID19-ის გავრცელება – ექსპერიმენტი

როგორ შეაჩერეს იტალიის ერთ-ერთ პატარა ქალაქში COVID19-ის გავრცელება – ექსპერიმენტი

ჩრდილოეთ იტალიაში მდებარე პატარა ქალაქ ვო ეუგანეოში, რომელიც ვენეციიდან არ ისე შორს მდებარეობს, ექსპერიმენტის დახმარებით COVID19-ის გავრცელება შეაჩერეს.

 

იმ დროს როდესაც, ევროპაში კორონავირუსის აფეთქების ეპიცენტრი იტალია აღმოჩნდა, ეს პატარა ქალაქი მთლიანად კარანტინში მოაქციეს და დაიწყეს მოსახლეობის მასობრივი ტესტირება კორონავირუსზე.

 

ქალაქში, სადაც სულ 3-4 ათასი ადამიანი ცხოვრობს და მიუხედავად იმისა, ჰქონდათ თუ არა კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, ყველას ჩაუტარეს ტესტი. პირველ შემოწმებაზე კორონავირუსზე დადებითი პასუხი 89 ადამიანს დაუდგინდა. ვისაც ვირუსზე დადებითი პასუხი დაუდგინდა და ვისთანაც დაინფიცირებულებს კონტაქტი ჰქონდათ, ყველა მკაცრ კარანტინში მოათავსეს.

 

ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის პროფესორის ანდრეა კრესანტის თქმით, კარანტინში მოთავსებიდან 10 დღის შემდეგ, ყველას განმეორებითი ტესტი ჩაუტარეს და აღმოჩნდა, რომ დაავადებულთა რაოდენობა 90 პროცენტით დაეცა. აღნიშნულ ექსპერიმენტში პროფესორი პირადად მონაწილეობდა.

 

როგორც პროფესორმა აღნიშნა, ექსპერიმენტის ფარგლებში, ვო ეუგანეოში მოსახლეობის მასობრივი შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ ქალაქის მოსახლეობის 2.5-3% პროცენტს კორონავირუსი დაუდგინდა, მათ შორის 10 ადამიანს ვირუსი უსიმპტომოდ ჰქონდა.

 

კარანტინის გამოცხადებიდან 14 დღის შემდეგ, მოსახლეობას განმეორებითი ტესტირება ჩაუტარეს. 89 ინფიცირებულიდან კორონავირუსი მხოლოდ 6 ადამიანს დაუდგინდა.

 

22 თებერვალს, იმ დროს, როდესაც იტალიაში კორონავირუსით პირველი ადამიანი გარდაიცვალა, ქალაქ ეუგანეოს ჯანდაცვის ორგანოებს ვირუსი, თითქმის სრულად ჰქონდათ დამარცხებული.

 

როგორც ქალაქის მერმა ჯულიანო მარტინიმ განაცხადა, „ტესტირება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ამან უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა“.

 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ქვეყნებს მოუწოდა აქტიურად შეამოწმონ მოსახლეობა კორონავირუსზე, ისევე როგორც ეს სამხრეთ კორეასა და ტაივანში გააკეთეს. „ჩვენი მთავარი გზავნილია: ტესტი, ტესტი, ტესტი“, – ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორი ტედროს გებრეიესუსი.

 

მედიის ცნობით, ამ პრაქტიკის გამოყენებას აპირებენ ვენეტოს მთელს რეგიონში, სადაც დღეში 11 ათას ადამიანს შეამოწმებენ.

 

მომზადებულია The guardian-ის მიხედვით.

 

ამავე თემაზე: 

 

იტალიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა შემცირდა

 

გერმანიამ კორონავირუსით დაავადებული იტალიელი პაციენტები მიიღო

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

იტალიაში მყოფ საქართველოს მოქალაქეს კორონავირუსი დაუდგინდა

 

ჩინეთისა და იტალიის შემდეგ კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა აშშ-ში ფიქსირდება

 

თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X