გოგირდისა და საბურავების დაწვას გველის დასაფრთხობად და გასანადგურებლად აზრი არ აქვს, – ამის შესახებ ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი საუბრობს.
„არსებობს შესაწამლი საშუალებები, თუმცა მასაც ხანგრძლივი ეფექტი არ აქვს.
ის, რომ ჩვენ ტერიტორია დავამუშავეთ და შეგვიძლია მთელი ზაფხული მშვიდად ვიყოთ, რომ გველი არ მოგვიახლოვდება – ეს გამორიცხულია.
ყველაზე კარგი საშუალებაა ჩვენი გარემოს სისუფთავე და იმ ელემენტარული ღონისძიებების გატარება, რომელიც ტერიტორიაზე ქვეწარმავლის შემოსვლისგან დაგვიცავს. მთავარია, ჩვენ გვქონდეს გარემო მოვლილი“, – განმარტა ჰეპერტოლოგმა „მაესტროს“ ეთერში.