fbpx
17:21 | 2020-09-30 ავტორი: Prime Time

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში გასაშვებად – რა დახვდებათ სკოლაში I-VI-კლასელებს

როგორ მოვამზადოთ ბავშვი სკოლაში გასაშვებად – რა დახვდებათ სკოლაში I-VI-კლასელებს

ხვალიდან თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზუგდიდში I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებში დაბრუნდებიან. ფოთსა და გორში კი საკლასო ოთახებში სწავლას ყველა კლასის მოსწავლე შეძლებს.

 

როგორ უნდა მოემზადოს ოჯახი, რომ შვილი უსაფრთხოდ და ყველა წესის დაცვით სკოლაში გაუშვას?

 

განათლების სამინისტროს ცნობით, უპირველეს ყოვლისა, რაც მშობელმა უნდა გაითვალისწინოს ისაა, რომ ბავშვს თან რამდენიმე ადამიანი არ ახლდეს. მათივე ინფორმაციით, სკოლა უზრუნველყოფილია კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა საჭირო საშუალებით.

 

თუმცა, ნებისმიერ ბავშვს საკუთარი ჰიგიენის საშუალებების მიტანის უფლებაც, ბუნებრივია, რომ აქვს.

 

თითოეული მოსწავლის უსაფრთხოებისთვის სკოლა აღჭურვილია და ბავშვს დახვდება:

 

პირბადეები (რომლის გამოყენებაც სკოლის შენობაში სავალდებულო არ არის);

დისტანციური უკონტაქტო თერმომეტრი;

დეზობარიერი;

ზედაპირების სადეზინფექციო სითხეები;

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

X