10:22 | 2021-07-17 ავტორი: Prime Time

როგორ მოქმედებს საქართველოში გამოყენებული 4 ვაქცინა “დელტა” შტამის წინააღმდეგ – ივანე ჩხაიძის განმარტება

როგორ მოქმედებს საქართველოში გამოყენებული 4 ვაქცინა “დელტა” შტამის წინააღმდეგ – ივანე ჩხაიძის განმარტება

როგორ მოქმედებს საქართველოში იმუნიზაციის პროცესში ჩართული ვაქცინები – “ინდური” – ე.წ. დელტა შტამის წინააღმდეგ?! – იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, პროფესორ ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა კორონავირუსის “დელტა” ვარიანტის საწინააღმდეგოდაც მოქმედებს.

 

“დღეისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზებულია ექვსი ვაქცინა. აქედან ოთხი არის საქართველოში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ოთხივე ვაქცინა არის ეფექტური კორონავირუსის სხვადასხვა ვარიანტის წინააღმდეგ, მათ შორის როგორც “ბრიტანულის“, ისე “ინდური” ვარიანტის წინააღმდეგ.

 

მკაფიოდ გვინდა დავაფიქსიროთ აზრი, რომ დღეისათვის საქართველოში გამოყენებული ოთხივე ვაქცინა მოქმედებს დელტა ვარიანტის საწინააღმდეგოდაც,” – განაცხადა ივანე ჩხაიძემ “პირველი არხის” გადაცემა “დღის თემაში” საუბრისას.

ავტორი: Prime Time


X