00:17 | 2021-03-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ მოხვდნენ გოგი წულაია და ასმათ დვალიშვილი ნაქირავებ ბინაში – ძალადობის საქმე

როგორ მოხვდნენ გოგი წულაია და ასმათ დვალიშვილი ნაქირავებ ბინაში – ძალადობის საქმე

პოლიტიკოს გოგი წულაიას ნაცნობი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა მასზე სექსუალურად ძალადობა სცადა, წინააღმდეგობის გაწევის დროს კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ on.ge-სთან ისაუბრა.

 

ასმათ დვალიშვილის თქმით, წულაიასთან აქამდე დიდი ხნის ნაცნობობა, მეგობრობა აკავშირებდა და მის მიმართ გარკვეული სახის ნდობაც ჰქონდა. ქალი ამბობს, რომ ყოფილმა დეპუტატმა თბილისში, ერთ-ერთ შეხვედრაზე მედიატორად მიიწვია, რომელსაც თავადაც უნდა დასწრებოდა.

 

მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი... აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ! - ბაია პატარაია
2021-03-18მოსამართლემ გირაოთი გაუშვა პედოფილი... აი, ასეთ ნაგავ ქვეყანაში ვცხოვრობთ! - ბაია პატარაია

 

„გზაში, თბილისისკენ რომ მივდიოდით, მითხრა, გადაიდო შეხვედრა და ხვალ არისო. კომენდანტის საათიც ახლოვდებოდა და ბინის საკითხის მოგვარებაზე დავიწყე ფიქრი. ვუთხარი, რომ ნათესავებთან წავიდოდი. რატომ უნდა წახვიდე ნათესავებთან, მაქვს მოგვარებული ეგ საკითხიო.

 

სამნი ვიყავით თავიდან, მაგრამ სამივე ბინაში ვერ მოვხვდით და დავრჩით მე და ბატონი გოგი. თავიდან ჩვეულებრივად, გარკვეულ საკითხებზე ვისაუბრეთ, თემები განვიხილეთ და მოულოდნელად ძალადობა დაიწყო. თავიდან ვეცადე, რომ როგორმე მშვიდად მომეგვარებინა, მაგრამ მერე იძულებული გავხდი გამოვქცეულიყავი და შველა მეთხოვა. პოლიცია გამოვიძახე, სხვა გამოსავალი არ მქონდა. ნასვამი იყო, ბევრი დალია. სავარაუდოდ, მარიხუანაც ჰქონდა მოწეული”, – ამბობს ის.

 

ვიდეო: რას ამბობს დაზარალებული

 

 

 

ასმათ დვალიშვილი ამბობს, რომ უკან დახევას არ აპირებს.

 

„მე ახლა რომ უკან დავიხიო, გამოდის, რომ მოძალადეს უარესის გაკეთებაში ვუწყობ ხელს. ჯოჯოხეთს გავდივარ ახლა. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამისგან. ამიტომ არაფრით არ ვაპატიებ. ჩემ უკან სხვა ქალებიც დგანან, გოგოს მშობელიც ვარ მეც და ამიტომ ბოლომდე გავყვები ამ ამბავს. არავის ვუსურვებ ძალადობის მსხვერპლი გახდეს და ის ჯოჯოხეთის გაიაროს, რასაც მე ამ წამს გავდივარ. იმ პროცედურების გავლა რაც ახლა მიწევს, ყველას ეზარება და ამიტომ, თვალს ხუჭავენ ძალადობაზე“, – ამბობს ასმათ დვალიშვილი.

 

ქალს ქმარმა სახეზე დანა დაუსვა, წებო ჩაასხა და 14 დღე დაბმული ჰყავდა - თბილისში მომხდარი საზარელი ამბის დეტალები
2021-03-17ქალს ქმარმა სახეზე დანა დაუსვა, წებო ჩაასხა და 14 დღე დაბმული ჰყავდა - თბილისში მომხდარი საზარელი ამბის დეტალები

ავტორი: მირანდა ტყემალაძე


X