12:12 | 2020-06-11 ავტორი: თამარ გონგაძე

“როგორ მინდა ეგონა ბანკში შეუშვან, ეს ხომ ფულის მონაა” – რას გეგმავენ ეგონას გარშემო “ჩცდ”-ში

“როგორ მინდა ეგონა ბანკში შეუშვან, ეს ხომ ფულის მონაა” – რას გეგმავენ ეგონას გარშემო “ჩცდ”-ში

მსახიობმა ლაურა რეხვიაშვილმა პანდემიური პერიოდი მშობლების სახლში, თელავის რაიონის სოფელ რუისპირში გაატარა. ბოსტანი გააშენა, ბოსტნეული დარგო-დათესა და როგორც გვითხრა, მიწასთან მუშაობა დიდ სიამოვნებასაც გვრის. კიდევ სხვა მრავალი გეგმა აქვს მშობლიურ კარმიდამოსთან დაკავშირებით, რასაც “პრაიმტაიმისთვის” მიცემულ ინტერვიუში წაიკითხავთ.

 

მსახიობი სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” გადაღებას ელოდება. პროდიუსერმა შეატყობინა, რომ ეგონა პოსტ-პანდემიურ სეზონზე სრული პერსონით გამოჩნდება.

 

2020-06-10"ეგონა" სოფელში გადასახლდა - "არ იცით, რა სამოთხეში ვარ"

 

ქალბატონი ლაურა გამოგვიტყდა: სურს, რომ ეგონა სულ სხვა გარემოში “ჩააგდოს” სცენარის ავტორმა, რომ სხვადასხვა შრეებითა და კუთხეებით წარმოჩინდეს მისი პერსონაჟი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მიაჩნია, რომ გმირი ერთ ადგილს დატკეპნის.

 

ლაურა რეხვიაშვილი: – როგორ მინდა ეგონა გაიყვანონ ქუჩაში. შემიშვან ბაზარში, ბანკში… ეს ხომ ფულის მონააა?! გიჟდება ფულზე! გასესხებულიც აქვს (იცინის)…

 

როლს რამე მოულოდნელობა თუ არ ექნება, ტკეპნა გამოვა. სხვადასხვა მოტივებით თუ გააქტიურდება, საინტერესო გახდება.

 

ირაკლი საღინაძემ მითხრა, მანდ კახეთის სოფლებში თამამად თქვი, ახლა იწყებს ეგონას პერსონაჟი თამაშსო. მჯერა და ველოდები.

 

დიდი მნიშვნელობა აქვს დრამატურგიას, ვის ხელში ხარ. ვნახოთ, რა იქნება.

 

სერიალის მეთექვსმეტე სეზონი 26 ივნისს გაგრძელდება და “ფორმულას” ეთერში ივლისის ბოლომდე გავა…

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები