fbpx
21:12 | 2020-09-23 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორ მიმდინარეობს კოვიდინფექცია ორსულებსა და ახალშობილებში – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

როგორ მიმდინარეობს კოვიდინფექცია ორსულებსა და ახალშობილებში – ალექსანდრე გოგინავას განმარტება

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ეთერში, ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გზებზე, დინამიკის ზრდის შემთხვევაში გასატარებელ აუცილებელ ღონისძიებებსა და ინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვის შესახებ ისაუბრა.

 

როგორც მან აღნიშნა, ალბათობა იმისა, რომ ახალი შემთხვევები შემცირებისკენ წავიდეს, არის. ამის აუცილებელ პირობად მოსახლეობის მიერ არსებული რეგულაციების დაცვას ასახელებს.

 

როგორია ბათუმში დაინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა
2020-09-18როგორია ბათუმში დაინფიცირებული ორსულების ჯანმრთელობის მდგომარეობა

 

„შანსი არის, რომ ახალი შემთხვევები ნელ-ნელა შემცირდეს, რა ვადაში მოხდება ეს, რთული სათქმელია. მოსახლეობის მხრიდან ჩართულობა უნდა იყოს და უნდა დაემორჩილონ იმ რეგულაციებს, რაც ამ დროისთვის არსებობს.

 

ეპიდემიოლოგიური სამსახურების და კლინიკური სექტორის, საზოგადოების ერთობლივი მუშაობით შესაძლებელია, სიტუაცია დასტაბილურდეს. ამას ორ კვირაში, დინამიკა უფრო ნათლად გვაჩვენებს.

 

რაც შეეხება ორსულებს, მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, ორსულებში დაავადება რთული ფორმით არ მიმდინარეობს. დიდი ალბათობით, ვირუსული ინფექცია ორსულებში შეიძლება მსუბუქი ან საშუალო სიმძიმით მიმდინარეობდეს. მიუხედავად ამისა, ეს კონტიგენტი ინტენსიურ მონიტორინგს საჭიროებს.

 

ახალშობილებში ინფიცირება არახშირია, მაგრამ ინფიცირებულის მშობიარობის შემდეგ, ჩვილს ტესტი უნდა ჩაუტარდეს, რადგან მსოფლიოში ასეთი შემთხვევები ფიქსირდება.

 

ამ ეტაპისთვის სახელმწიფო რესურსი მაქსიმალურად ჩართულია შემთხვევების მართვაზე. ინფიცირებულთა მატების შემთხვევაში, მეტი კადრის გადამზადება გახდება საჭირო, რათა პროცესი იყოს მართვადი”. – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

X