fbpx
16:35 | 2020-10-07 ავტორი: Prime Time

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები – მთავრობის განმარტება

როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას კარანტინსა და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები – მთავრობის განმარტება

საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ცალკე აღებული საკითხია, რომელზეც ცესკოსთან ერთად ვმუშაობთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღებულ ზომებს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა - დავით ზალკალიანი
2020-04-20მთავრობის მიერ პანდემიასთან ბრძოლის კუთხით მიღებულ ზომებს ევროკომისიის პრეზიდენტის მხრიდან ძალიან მაღალი შეფასება მოჰყვა - დავით ზალკალიანი

 

„რაც შეეხება საავადმყოფოში მყოფი ადამიანებს, აქ არაფერი იცვლება, შარშან და შარშანწინ არჩვენების დროსაც საავადმყოფოში ყოველთვის ვიღაც იყო. ჩვენ ისეთ სისტემაზე ვართ გადასულები, ინფიცირებულების განსაკუთრებით დიდი რაოდენობა ჯერ სტაციონარებში არ გვყავს.

 

საკარანტინო ზონები და თვითიზოლაცია ეს არის ცალკე აღებული საკითხი, რომელზეც ცესკოთან ერთად ვმუშაობთ, დამოკიდებულია, რა რაოდენობის ხალხი იქნება ერთგანაც და მეორეგანაც. თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები ყველა აღრიცხულია და იმართება ოჯახის ექიმებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლის მიხედვით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X