fbpx
01:13 | 2020-11-19 ავტორი: Prime Time

როგორ იზეიმეს სომხებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მოგება (ვიდეო)

როგორ იზეიმეს სომხებმა ერთა ლიგის C დივიზიონის მოგება (ვიდეო)

უეფას ერთა ლიგის C დივიზიონის მე-2 ჯგუფის გამარჯვებული სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები გახდა. სომეხმა ფეხბურთელებმა გადამწყვეტ მატჩში ჩრდ. მაკედონიის ნაკრები მინიმალური სხვაობით, 1:0 დაამარცხეს და B დივიზიონში თამაშის უფლება მოიპოვეს.

 

სომეხთა მხრიდან შეხვედრაში ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე ჰოვანეს ჰამბარძუმიანმა გაიტანა.

 

ამ გამარჯვებით, სომხეთის ნაკრებმა ქვე-ჯგუფში 11 ქულით პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე 9 ქულით ჩრდ. მაკედონიის ნაკრები გავიდა, საქართველოს ნაკრები კი 7 ქულით მესამე ადგილს დასჯერდა.

 

აღსანიშნავია, რომ სომხეთმა 15 ნოემბერს „დინამო არენაზე“ საქართველოს ნაკრებიც დაამარცხა(1:2).

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X