14:05 | 2020-03-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ იცავენ ბენეფიციარები რიგს სოცმომსახურების ცენტრებში – დავით ცაგურიშვილი ცოცხალ პროცესზე

როგორ იცავენ ბენეფიციარები რიგს სოცმომსახურების ცენტრებში – დავით ცაგურიშვილი ცოცხალ პროცესზე

იმ ფონზე, როცა თითქმის ყველა სახელმწიფო და კერძო უწყება მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა, სოციალური მომსახურების სააგენტოების თანამშრომლებს, დღის განვავლობაში ასობითით ბენეფიციარის მიღება უწევთ.

 

მაშინ როცა, პრემიერ-მინისტრმა გასცა განკარგულება, რომ დაუშვებელია 10-ზე მეტი ადამიანის თავშეყრა ერთ სივრცეში, ძნელი წარმოსადგენია ბენეფიციარების ნაკადის შეჩერება და რეკომედაციით გათვალისწინებული დისტანციის დაცვის ორგანიზება.

 

როგორ უმკლავდება სოციალური სააგენტოს ისანი-სამგორის სერვისცენტრი ამ გამოწვევას, ამას ეს ფოტოებიც კარგად აღწერს.

 

როგორც სერვისცენტრის ხელმძღვანელი დავით ცაგურიშვილი ამბობს, უწყვეტი მონიტორინგისა და ცენტრის თანამშრომლების თხოვნით, ბენეფიციარები ითვალისწინებენ არსებულ მდგომარეობას და ცენტრის თანამშრომლის მიერ მითითებულ ადგილებზე დგებიან.

 

„ჩვენს სერვისცენტრს, ფაქტობრივად, მუშაობა არ შეუჩერებია. დისტანციურს რაც ეხება, ჩვენთან ცოცხალი პროცესია და სამწუხაროდ დისტანციურ რეჟიმზე ვერ გადავდივართ“, – ამბობს ცაგურიშვილი.

რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ყველაფერი დაცულია.

 

„უსაფრთხოების ზომებს მაქსიმალურად ვიცავთ. დეზინფექციას ვაკეთებთ, პირბადეები აქვთ თანამშრომლებს. დამცავი მინებია დამონტაჟებული და ჩვეულ რეჟიმში ვიღებთ ბენეფიციარებს.

 

თავისთავად, ცოცხალი რიგია და ერთი ადამიანი შედის ოპერატორთან“, – ამბობს დავით ცაგურიშვილი.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X