00:00 | 2020-04-28 ავტორი: თამთა თორდია

როგორ იშვილა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მღვდელი მეუფე იობმა

როგორ იშვილა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მღვდელი მეუფე იობმა

განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული სასულიერო პირი ურბნელი მიტროპოლიტის, მეუფე იობის შვილობილია.

 

ამის შესახებ ბრალდებულის ახლობლები თავად საუბრობენ.

 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი, მამა დავითი ერისკაცობაში კობა კობაიძე გახლდათ.

 

მას შემდეგ, რაც ის მეუფე იობმა იშვილა სახელიც და გვარიც შეიცვალა და დავით აქიაშვილი გახდა. მან მამობილი მღვდელმთავრის გვარი მიიღო.

 

„კობა ძალიან ურჩი, თავისებური ბავშვი იყო. ერთ დღეს ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, მონასტერში წავიდა. იქ მეუფე იობს უნახავს. მერე მეუფე თავად გვეწვია. დაწვრილებით გამოგვკითხა კობას ამბავი და გვითხრა, მინდა ვიშვილოო“, – ყვება ბრალდებულის ოჯახის წევრი.

 

მეუფე იობმა 81 წლის ასაკში მონაზვნად აკურთხა კობა კობაიძის ნათესავი, დედა მარიმიც, რომელიც ოჯახში სტუმრობის დროს გაიცნო. კობაიძის ახლობლები ამბობენ, რომ მეუფეს მოხუცი ქალის მონაზვნად კურთხევაზე ხილვა ჰქონდა.

 

კობა კობაიძე, იგივე მამა დავით აქიაშვილი ბრალდებულია მონანული ავაზაკის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა საბა ჟღენტის განზრახ მკვლელობის მცდელობაში.

 

შეგახსენებთ, 20 აპრილს ყინწვისის მონასტრის წინამძღვარმა, მამა დავითმა ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა ყინწვისის ავაზაკის სახელობის ახალი მონასტრის წინამძღვარი – არქიმანდრიტი საბა (ჟღენტი).

 

არსებული ინფორმაციით, მამა დავითმა არქიმანდრიტ საბას იარაღი ხელში ესროლა. სავარაუდოდ, პოლიციამ თავდაპირველად სასულიერო პირი დააკავა, შემდეგ კი გაუშვა.

 

ამ თემაზე:

 

ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს
2020-04-27ყინწვისის მონასტრის წინამძღვარი დააკავეს
გულნატკენი ვარ - რას ამბობს არქიმანდრიტი საბა ყინწვისში მომხდარ ინციდენტზე
2020-04-22გულნატკენი ვარ - რას ამბობს არქიმანდრიტი საბა ყინწვისში მომხდარ ინციდენტზე

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები