fbpx
20:08 | 2021-01-11 ავტორი: ზურა დვალაშვილი

როგორ გავუმკლავდეთ კოვიდის შემდგომ დეპრესიას? – რჩევები ექიმისგან

როგორ გავუმკლავდეთ კოვიდის შემდგომ დეპრესიას? – რჩევები ექიმისგან

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და კორონავირუსის შემდეგი დეპრესიის დასამარცხებლად საზოგადოებას რჩევებს აძლევს.

 

გეგეჭკორის თქმით, თავად მან ჩამოთვლილი აქტივობებით “კოვიდ ჯოჯოხეთი” დეპრესიის გარეშე გადაიტანა.

 

“ხშირად მეკითხებიან, როგორ გავუმკლავდე კოვიდის შემდგომ დეპრესიას?

 

ბევრი მოძრაობა, განსაკუთრებით ღია სივრცეში, ვარჯიში, იოგა, უბრალოდ ფეხით სიარული ან სირბილი, მზე, იმ აქტივობებზე კონცენტრირება რაც სიამოვნებას განიჭებთ, ურთიერთობები, მუსიკა, mindfulness აქტივობები, ჯანსაღი კვება (არ იგულისხმება ორგანული ან რაიმე განსაკუთრებული საკვები, უბრალოდ სწორ დროს და სწორი დოზით კვებაც უკვე ჯანსაღია), ნაკლები დრო კომპიუტერთან და განსაკუთრებით ვირტუალურ ურთიერთობებში, თუ შესაძლებელია საკმარისი ძილი (ამის დრო არასდროს მაქვს)- ასეთია ჩემი პირადი რეცეპტი. მთელი გაზაფხულ-ზაფხული კოვიდ ჯოჯოხეთში ვიმუშავე და ცხადია ამას დიდი ფსიქოლოგიური ტრავმა ახლდა თან. ყველაფერს ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებით გავუძელი და დეპრესიის გარეშე გადავიტანე.”, – წერს ნანა გეგეჭკორი.

ავტორი: ზურა დვალაშვილი
X