10:05 | 2021-09-13 ავტორი: Prime Time

როგორ გავიგოთ აცრილებმა, რომ ლატარიაში მოვიგეთ – ნახეთ დეტალები

როგორ გავიგოთ აცრილებმა, რომ ლატარიაში მოვიგეთ – ნახეთ დეტალები

“აიცერი და მოიგე” – აცრილებისთვის 13 სექტემბრიდან ყოველდღიური გათამაშება დაიწყება. შემთხვევითი შერჩევით ლატარიის კომპანია ყოველდღიურად გაათამაშებს ფულად ჯილდოებს აცრილებისთვის.

 

ყოველდღე გათამაშდება 100 და 500 ლარი, ყოველკვირეულად – 1000-დან 10 000 ლარამდე, ხოლო შემაჯამებელ გათამაშებაში, 31 დეკემბერს “საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ადამიანებს 100 000 ლარის მოგება შეეძლებათ.

 

გათამაშება და შედეგები ყოველდღე, 12 საათზე გამოქვეყნდება ვებგვერდზე www.stopcov.lotto.ge.

 

გათამაშების შედეგების გამოქვეყნებისას იქნება ისევ ის კოდი, რომელიც მარტო თქვენ გეკუთვნით და ვაქცინაციისას მოგენიჭათ.

 

1000 ლარამდე მოგებულ თანხას ლატარიის ნებისმიერ სერვისის ცენტრში გაანაღდებთ. თუ 1000 ლარზე მეტი თანხაა გათამაშებული, ლატარიის კომპანია თანხას ანგარიშზე ჩაგირიცხავთ.

 

აღსანიშნავია, რომ თუ ვაქცინირებული პირი გათამაშებაში მოიგებს, შემდეგ გათამაშებაში მისი კოდი აღარ იქნება.

 

ასევე ნახეთ: რა პრინციპით გათამაშდება ლატარია და რამდენია საპრიზო ფონდი

 

 

ნახეთ სხვა სტატიები

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X

error: Content is protected !!