13:25 | 2021-06-18 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ გამოტეხა პოლიციამ კაცი, რომელიც მეუღლის ორმოცზე სამძიმარს იღებდა – გახმაურებული მკვლელობის შოკის მომგვრელი დასასრული (საბერძნეთი)

როგორ გამოტეხა პოლიციამ კაცი, რომელიც მეუღლის ორმოცზე სამძიმარს იღებდა – გახმაურებული მკვლელობის შოკის მომგვრელი დასასრული (საბერძნეთი)

32 წლის ბერძენი პილოტი, ვიდრე ცოლის მკვლელობას აღიარებდა, საკუთარი მეუღლის მშობლებთან ერთად მისი ხსოვნის ცერემონიალზე, ე.წ. ორმოცზე იმყოფებოდა.

 

ის ალონისოსში ორმოცზე სამძიმარს იღებდა, როდესაც პოლიციამ მიაკითხა და საგამოძიებო ოფისში წაიყვანა იმ საბაბით, რომ გამოძიების პროცესში აღმოჩენილ ახალ მასალებთან დაკავშირებით დაეკითხათ.

 

20 წლის კეროლაინის ქმარი 6 საათის განმავლობაში ცდილობდა პოლიცია თავის უდანაშაულობაში დაერწმუნებინა, თუმცა უშედეგოდ. პოლიციამ მის მიერ მიცემულ ჩვენებებში ხარვეზები და შეუსაბამობები აღმოაჩინა. საბოლოოდ მამაკაცმა დანაშაული აღიარა, ის დააკავეს და პროკურორთან გააგზავნეს.

 

20 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა - ბერძნული მედია
2021-06-1720 წლის გოგოს მკვლელობა, რომელსაც ქართველს აბრალებდნენ, მისმა ქმარმა ჩაიდინა - ბერძნული მედია

 

თავისი ქმედების ახსნისას, მამაკაცმა განაცხადა, რომ ის და მისი ცოლი ხშირად კამათობდნენ და კეროლაინი დაშორებას და ბავშვის წაყვანასაც აპირებდა. მისი თქმით, სწორედ ეს გახდა მისი დანაშაულებრივი ქმედების მთავარი მოტივი. კითხვაზე, რატომ იტყუებოდა ამდენი ხანი, მან განაცხადა, რომ ბავშვის გამო.

 

მკვლელობა მაისის დასაწყისში მოხდა. თავდაპირველად საბერძნეთის სამოქალაქო ავიაციის მფრინავი ამბობდა, რომ მის ოჯახს გამთენიისას 3 მამაკაცი დაესხა თავს, რომლებიც ბერძნულად აქცენტით ლაპარაკობდნენ. ის ხელბორკილებით სავარძელზე მიაბეს და სახლის ძარცვა დაიწყეს, რა დროსაც სასტიკად გაუსწორდნენ მის ცოლსაც.

 

ასევე დაგაინტერესებთ ⇓

 

„წახვედი და ვეღარ გნახეთ“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და ტრაგიკული ღამიდან ერთი წლის შემდეგ
2021-06-18„წახვედი და ვეღარ გნახეთ“ - რას წერს გიორგი შაქარაშვილის და ტრაგიკული ღამიდან ერთი წლის შემდეგ
   
კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა - ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს
2021-06-18კაცმა ცოლს აცრის გამო ისე სცემა, რომ კბილები ჩაულეწა - ბაია პატარაია შემზარავ ინფორმაციას ავრცელებს

ავტორი: სალომე ნეფარიძე


X