fbpx
17:51 | 2020-06-11 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როგორ გამოიყურება სახლი ბათუმში, რომელიც 10 მილიონად იყიდება

როგორ გამოიყურება სახლი ბათუმში, რომელიც 10 მილიონად იყიდება

ბათუმში, ქალაქის ცენტრში იყიდება კერძო სახლი, რომლის ღირებულებაც 9 847 040 ლარს შეადგენს. ბინას საბროკერო კომპანია ყიდის.

 

სამ სართულიანი სახლი 2005 წელს აშენდა და მისი საერთო ფართობი 1500მ2-ია. ძვირადღირებული სახლი ანტიკვარული ავეჯით და ტექნიკით არის მოწყობილი.

 

როგორც საბროკერო კომპანია წერს, სახლი თავისი ჯაკუზებით, საუნებით, აბაზანებით და მოსასვენებელი სივრცეებით ფაქტობრივად სამუზეუმო სივრცეა.

 

მათივე ინფორმაციით სახლი გალავანშია, ეზოს ფართობი კი 2300მ2-ია.

 

გამწვანებული ეზო, ჩანჩქერი, მოპირკეთებული ქვაფენილი, ყვავილნარი, ფანჩატური, ოთხი საპარკინგე ადგილი ნახევრად ღია და დახურული ტიპის, ვერანდა – ყველაფერი ეს კი ბინის მომავალ მეპატრონეს დახვდება, რომელიც ძვირადღირებულ სახლში 10 მილიონ ლარს გადაიხდის.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X