19:19 | 2020-09-11 ავტორი: მარი ჯაფარიძე

როგორ გადავიქცეთ სხვა ადამიანად – რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორისგან

როგორ გადავიქცეთ სხვა ადამიანად – რჩევები ფიტნეს ინსტრუქტორისგან
COVID-19-ის ე.წ. „მეორე ტალღა“, რომელსაც ინფეციონისტები ჯერ კიდევ გაზაფხულზე აანონსებდნენ, ნელ-ნელა ძალას იკრებს და ყოველდღიურად ვირუსის უფრო და უფრო მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება.
საზოგადოება ორადაა გაყოფილი: ზოგს სჯერა, რომ ვირუსი საფრთის შემცველია, ზოგი კი უფრო „შეთქმულების თეორიის“ მომხრეა და ამბობს, რომ ვირუსი მოგონილია და სხვადასხვა მიზეზთა გამო მუქ სურათს გვიხატავენ.
ასეა თუ ისე, ცხოვრება გრძელდება. „პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რა ხდება ფიტნესის დარბაზებში, ამ პირობებში აგრძელებენ თუ არა ვარჯიშს გახდომის მსურველები და რამდენიმე რჩევასაც გვიზიარებს, როგორ შევინარჩუნოთ სხეულის ლამაზი ფორმები.
ლიკა კირკიტაძე, ფიტნეს ინსტრუქტორი:
– პანდემიის შემდეგ ძველი მოსწავლეები დამიბრუნდნენ დასუქებულები, ხელახლა დაიწყეს ვარჯიში და ფორმაში ჩადგომა. თუმცა, მაშინც, როცა კარანტინი იყო, ერთი დღეც არ დამისვენია. ბევრმა მოსწავლემ გამოთქვა სურვილი, რომ მათთან შინ მევლო და  მევარჯიშებინა. მაშინ ონლაინაც ვავარჯიშებდი უფასოდ ან მიზერულ თანხაზე. არც კი მითქვამს კონკრეტულად, რამდენი უნდა გადაეხადათ. ვისაც რისი საშუალება ჰქონდა, იმას იხდიდა.
დარბაზები რომ გაიხსნა, თავიდან არავინ მოდიოდა, ალბათ მაინც ეშინოდათ. მერე უამრავი ადამიანი მოვიდა და ძველებს ახლებიც დაემატნენ.
ახლა, ამ ახალი ტალღის პირობებში ჯერჯერობით არაფერი იგრძნობა, როგორც ადრე ვიყავი, არასდროს თითქმის ადგილი არ მქონდა, ისე ვარ ახლაც.
ჩემი პირველი რჩევა, როგორ შეიძლება ადამიანმა ფორმა შეინარჩუნოს, ყოველთვის იყო, არის და იქნება ის, რომ მთავარია, მოინდომო, რომ ყველაფერი გიხდებოდეს. მონდომება ნიშნავს ფსიქოლოგიურ მომზადებას: შეცვალო დღის რეჟიმი, ძილის რეჟიმი, კვების რეჟიმი. ძალიან ბევრი რამის შეცვლა მოგიწევს და მთავარია, ამას ფსიქოლოგიურად მომზადებული შეხვდე.
აუცილებლად უნდა მოაწესრიგონ ძილი, პირველ რიგში. ადამიანს უნდა ეძინოს 8 საათი. ყველას ვეუბნები, რომ უნდა დაიძინო დღეს და გაიღვიძო ხვალ ანუ უნდა დაიძინო 12 საათამდე და გაიღვიძო 9 საათამდე.
ასევე, აუცილებელია საუზმე. მაგალითად, შვრიის ფანტელი და კვერცხი. რაოდენობა კი უკვე დასახული მიზნიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს. 
მთავარი მაინც ჩვენს ტვინში ხდება. გინდა? მიაღწევ! თან – აუცილებლად.
როდესაც რაიმე არ მოგეწონებათ საკუთარ სხეულში, მაშინვე მიმართონ ზომებს, რომ ძალიან არ გაექცეთ ეს პროცესი.
და თუ გადაწყვეტენ, რომ დაიწყონ ვარჯიში, სწორი კვება და შეცვალონ საკუთარი გარეგნობა და განწყობა, აღარ უნდა გადაიფიქრონ. ხუმრობით რომ ვთქვა, აუცილებლად მოემზადნენ ფსიქოლოგიურად, ბევრი შურისთვის – თეთრი, შავი ან წითელი შურისთვის.
არიან ადამიანები, ვინც ნებისყოფა მოიკრიბა და მიზანს მიაღწია.
198 კილოგრამიდან 77 კილოგრამამდე -2 წელიწადში
„დავიწყე დიეტა, ვარჯიში და ჩემს თავს აღარ ვეძახდი ქონიანს. შედეგი მიღეწულია, დავიკელი 113 კილოგრამი“
„მინუს 60 კილოგრამი. პირველ ფოტოზე 19 წლის ვარ, მეორეზე – 29-ის“
„იყო დრო, როცა სუპერმარკეტში ფეხით ვერ გადავადგილდებოდი“
204 კილოგრამიდან 77 კილოგრამამდე
ერთსა და იმავე ადგილზე 2 წლის ინტერვალით გადაღებული ფოტო
17 თვე და მინუს 122 კილოგრამი
ავტორი: მარი ჯაფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X