fbpx
13:39 | 2020-11-26 ავტორი: Prime Time

როგორ გადაურჩა დიმა ობოლაძე მარადონასგან ფიზიკურ ანგარიშსწორებას (ვიდეო)

როგორ გადაურჩა დიმა ობოლაძე მარადონასგან ფიზიკურ ანგარიშსწორებას (ვიდეო)

სპორტულმა ჟურნალისტმა და კომენტატორმა დიმა ობოლაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მასსა და დიეგო მარადონას შორის მომხდარ სახალისო ინციდენტზე ისაუბრა.

 

გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ სტუმრობისას ობოლაძემ განაცხადა, რომ ერთ-ერთ ქვეყანაში მივლინებით ყოფნის დროს, სტადიონის ტრიბუნაზე შემთხვევით მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას შეხვდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერა სცადა.

 

სანაცვლოდ კი მარადონასგან მტკიცე უარი და მუქარის შემცველი მოქმედება მიიღო.

 

შეგახსენებთ, რომ ლეგენდალური არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა 60 წლის ასაკში გუშინ გარდაიცვალა.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X