17:23 | 2020-05-28 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ

როგორ გაატარა კარანტინის დღეები ბუბა კიკაბიძემ

სახალხო არტისტმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ პანდემიური კარანტინი ნაყოფიერად გამოიყენა. 81 წლის მსახიობმა და მომღერალმა იმ ნოველებზე დაასრულა მუშაობა, რომელთაც უკვე წლებია წერს.

 

როგორც მომღერლის პროდიუსერი, რატი აბზიანიძე “პრაიმტაიმთან” საუბრისას აღნიშნავს, ნოველები სატირულ-იუმორისტული ჟანრისაა.

 

80-იან წლებში კიკაბიძეს საკუთარ ნოველებზე გადაღებული აქვს ორი ფილმი – “მამაკაცები და სხვები” და “იცოცხლე, გენაცვალე”. ამ უკანასკნელში კი, გოგი ქავთარაძესთან ერთად მთავარ როლში თვითონ თამაშობს.

 

ფილმები სტუმართმოყვარეობაზე, უფროსისადმი პატივისცემაზე, ადამიანურ ურთიერთობებზეა…

 

2020-04-27"ეპიდემია რომ გადაივლის, ჩვენი ექიმები მოვინახულოთ" - ბუბა კიკაბიძის საკარანტინე გეგმები

 

რატი აბზიანიძე: – რამდენიმე ნოველაზე მუშაობს წლებია და ახლა გაუჩნდა შანსი, რომ სცენარი დაესრულებინა. ძირითადად, ეს პერიოდი სცენარის კორექტირებას მოახმარა…

 

ნოველები საატირულ-იუმორიტულ ჟანრშია. ძალიან უნდა, რომ მათზე ფილმი გადაიღოს. ალბათ, მოვახერხებთ მის ეკრანიზაციას. ამის დიდი სურვილი აქვს ბატონ ვახტანგს.

 

გაგიმხელთ, ნოველებზე ფილმის გადაღება გია დანელიასთან ერთად უნდოდა. მაგრამ ბატონი გია წლებია ავადმყოფობდა და ეს ტანდემი ვერ შედგა…

 

ვნახოთ, ჯანი და დროება როგორ მოგვცემს ამის საშუალებას, იმის მიხედვით ვიმოქმედებთ.

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X