10:15 | 2020-01-27 ავტორი: Prime Time

როგორ ემშვიდობება სპორტული სამყარო ლეგენდას

როგორ ემშვიდობება სპორტული სამყარო ლეგენდას

სპორტული სამყარო და კალათბურთის ფანები შოკისმომგვრელმა ფაქტმა შეძრა. დღეს უკვე მსოფლიო სპორტი ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის გარდაცვალებას გლოვობს.

 

მეჯიკ ჯონსონი: „ჩემი მეგობარი, ლეგენდა, ქმარი, მამა, ვაჟი, ძმა, ოსკარის გამარჯვებული და ყველა დროის უდიდესი ლაკერი წავიდა. რთულია ამის გაგება. კობი იყო ჩვენი თამაშის ლიდერი, დამრიგებელი როგორც ქალი, ისე კაცი მოთამაშეებისთვის“;

 

ლიონელ მესი: „სიტყვები არ მყოფნის… მთელი ჩემი სიყვარული კობისა და მისი ოჯახისთვის. სასიამოვნო იყო შენთან შეხვედრა და ერთად კარგი დროის გატარება“.

 

პოლ პოგბა: „გმირები მოდიან და მიდიან, ლეგენდები რჩებიან სამუდამოდ“;

 

ზაზა ფაჩულია: „ძალიან ადრეა. ძალიან სევდიანია. ძალიან ბევრი გატეხილი გულია. ძალიან ბევრი ცრემლია. მადლობა უამრავი მოგონებისთვის“.

 

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა.

 

ამერიკელ კალათბურთელ კობი ბრაიანტთან ერთად ავიაკატასტროფას მისი 13 წლის ქალიშვილი ჯიანა მარია-ონორე ბრაიანტი ემსხვერპლა.

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X