fbpx
18:38 | 2020-06-12 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ ეხმიანება ვახტანგ კახიძის ქალიშვილი მამის “კორონა-ჰიტს”

როგორ ეხმიანება ვახტანგ კახიძის ქალიშვილი მამის “კორონა-ჰიტს”

გუშინ ვახტანგ კახიძის “კორონა-ჰიტი” სახელწოდებით – “ყველაფერი კარგად იქნება” დღის თემა იყო.

 

სიმღერა “იუთუბზე” დადებიდან ძალიან მალე სოციალურ ქსელში შაყირის თემა გახდა.

 

კომპოზიტორი თავის ახალ სიმღერაში კორონავირუსის თემაზე მღერის და მისამღერში მსმენელს აიმედებს – “ყველაფერი კარგად იქნება”- ო.

 

ბატონმა ვახტანგმა თავის ნამუშევარზე კომენტარი არ გააკეთა. სამაგიეროდ, კომპოზიტორის ქალიშვილი, მსახიობი, ნატუკა კახიძე სოციალურ ქსელში ხუმრობას მოჰყვა და შემდეგი პოსტი დადო.

 

“შენა და, ერთი წამით წარმოიდგინეთ სიტუაცია, ვიღაცას რომ ვამშვიდებ და ვეუბნები, რომ “ყველაფერი კარგად იქნება”. რა მელის თუ ხვდებით?” – წერს “ფეისბუქზე” ნატუკა.

 

ნატუკა პოსტის კომენტარებში ხუმრობას აგრძელებს: “მე მგონი 20 მილიონი ამ სიმღერის გამო მოგვაჭრეს. ასეთი ვერსია რატომ არ გაჟღერდა, გული მტკივა.”

 

 

არც ნატუკამ ისურვა “პრაიმტაიმთან” მამის სიმღერაზე დამატებით კომენტარის გაკეთება: “ნუ რა საჭიროა? მართლა რა მოხდა ამისთანა?..”

 

 

 

ავტორი: თამარ გონგაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X