22:56 | 2021-08-08 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! – გიორგი ფხაკაძე ანტიპრობაგანტისტულ ჯგუფებზე

როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! – გიორგი ფხაკაძე ანტიპრობაგანტისტულ ჯგუფებზე

ანტივაქსერები რომ არსებობენ ფაქტია. ისინი ჩვენთან ერთად თანაარსებობენ. თანაარსებობენ და ვირუსის გავრცელების რისკს ამაღლებენ.

 

ვაქცინაციის მომხრეებისთვის ჩნდება კითხვა – როგორ დავიცვათ თავი ანტივაქსერებისგან?! სწორედ ამ კითხვით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტს გიორგი ფხაკაძეს “პრაიმტაიმმა” მიმართა.

 

ტიკარაძე: ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე
2021-08-08ტიკარაძე: ვდგავართ კრიტიკულ ზღვარზე, შეიძლება ვერ გავცე რომელიმე ჩვენს მოქალაქეს პასუხი, რატომ ვერ გადავარჩინე მისი ოჯახის წევრის სიცოცხლე

 

მისი თქმით, მთავარ პრობლემას არა ანტივაქსერები წარმოადგენენ, არამედ – პროპაგანდისტ-იდეოლოგ-ანტივაქსერები. პროპაგანდის მსხვერპლ ანტივაქსერებისთვის გიორგი ფხაკაძე მუდმივ რეჟიმში სწორი ინფორმაციის მიწოდების მომხრეა…

 

მისი თქმით, პროპაგანდის შემქმნელების ადგილი არა მედია სივრცეში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში  გამოკითხვაზეა, რათა ნათელი გახდეს, რა მოტივი ამოძრავებთ მათ, გაავრცელონ ფეიკნიუსები, ანტივაქსერული ცნობები და ა.შ.

 

“მსოფლიოში პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა რაოდენობა 25-ს შეადგენს. ბედის ირონიაა, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ანტივაქსერი, რომელსაც განათლება კემბრიჯში ჰქონდა მიღებული, კორონავირუსით დაინფიცირდა და გარდაიცვალა.

 

ვისაც საზოგადოება ანტივაქსერებს ეძახის, ისინი რეალურად, ამ პროპაგანდისტ-იდეოლოგ ანტივაქერთა პროპაგანდის მსხვერპლი არიან.

ჩემი მეუღლე აიცრა Sinopharm-ით, მე Pfizer-ით, გვინდა შეჯიბრი მოვაწყოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
2021-08-08ჩემი მეუღლე აიცრა Sinopharm-ით, მე Pfizer-ით, გვინდა შეჯიბრი მოვაწყოთ - ირაკლი ღარიბაშვილი

 

მე კი მათ ანტივაქსერთა სექტას ვეძახი, ისინი დემოკრატიულ პრინციპებს ბოროტად იყენებენ – ამბობენ, რომ მათი უფლებაა უარი თქვან ვაქცინაციაზე. თუმცა, მათ ამის პარალელურად, არ აქვთ უფლება, საფრთხე შეუქმნან სხვა ადამიანებს.

 

ერთადერთი გზა, თავი დავიცვათ ანტივაქსერებისგან არის მათი ამ “სექტიდან” გამოყვანა მხოლოდ სიმართლის გზით. მათ მიმართ აგრესია, კრიტიკა, ჩხუბი არ დადებს შედეგს. მათ მეცნიერებაზე დაფუძნებული სწორი ინფორმაცია თუ მივაწოდეთ, ისინი ამ სექტას დატოვებენ.

 

ანტივაქსერი ექიმებიც არსებობენ სამწუხაროდ… მათი განათლება და აკადემიური ხარისხი აუცილებლად მოსაძიებელია. პროპაგანდისტი-იდეოლოგი ანტივაქერები მოქმედებენ მხოლოდ პირადი სიკეთეების მოპოვებისთვის…

 

მაგალითად, საქართველოს შემთხვევაში, ქალბატონი თინა ანტივაქსერული განცხადებებით კარგად “ყიდის” თავის ბალახებს…

 

ვხედავდი შეშუპებულ სხეულებს, ამოუცნობ სახეებს... უცხო პაციენტებს ჩავძახოდი, მალე გამოგწერენ-მეთქი, მეგონა, სუნთქვაში ვეხმარებოდი - ნანიკო ჩხაიძე
2021-11-04ვხედავდი შეშუპებულ სხეულებს, ამოუცნობ სახეებს... უცხო პაციენტებს ჩავძახოდი, მალე გამოგწერენ-მეთქი, მეგონა, სუნთქვაში ვეხმარებოდი - ნანიკო ჩხაიძე

 

ასევე, საინტერესოა ქართველი ბლოგერი კობა, რომელიც გერმანიიდან ანტივაქსერული განცხადებებით ხშირად ჩნდება, რეალურად ვინ არის, ან რა განათლება და კომპეტენცია აქვს და რაზე დაყრდნობით საუბრობს ვაქცინაციის “ბოროტ” მხარეებზე.

 

პროპაგანდის მსხვერპლი ანტივაქსერისთვის აუცილებელია, მოსახლეობას დავეხმაროთ სწორი ინფორმაციის მიღებაში.

 

მსოფლიოში ყველაზე დიდი ანტივაქსერები დაინტერესებულები არიან იმით, რომ მაქსიმალურად ბევრი ფული იშოვონ, არაინფორმირებული ადამიანების მანიპულაცია კარგად გამოსდით და ისინიც ბრმად ენდობიან. ისინი ამ შარლატანების მსხვერპლი არიან.

 

მანიპულატორ-შარლატან ექიმების ადგილი არა მედიაში, არამედ – სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა. ისინი დასაბარებლები არიან, რადგან საქმე სწორედ უსაფრთხოებას ეხება. გამოსაკვლევია, მათ რა მოტივი ამოძრავებთ, იყვნენ პროპაგანდის შემქმნელები.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.

 

 

ასევე ნახეთ სხვა ინფორმაციები ⇓

 

 

 

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X