fbpx
16:57 | 2020-05-24 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როგორ დამთავრდა მკვლელობის გამო დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა

როგორ დამთავრდა მკვლელობის გამო დაპირისპირებული გვარების შერიგების მცდელობა

პანკისის ხეობაში, გვარების შერიგების მცდელობა, უშედეგოდ დასრულდა.

 

გასული წლის ნოემბერში, სოფელ საკობიანოსთან მომხდარი დაპირისპირების შედეგად გარდაცვლილი ვისური მუთოშვილის ოჯახმა, მოწინააღმდეგე გვართან, ქავთარაშვილებთან შერიგებაზე ისევ უარი განაცხადა.

 

გვარების შესარიგებელი შეხვედრა დღეს, მუთოშვილების ოჯახში მიმდინარეობდა.

 

შუამავლობაში პანკისის ხეობის უხუცესები, გვარის მოთავეები და სპორტსმენები მონაწილეობდნენ.

 

 

გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, მგონი ნაჯახით - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე
2020-05-24გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს, მგონი ნაჯახით - ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე

 

 

მომხდარის შემდეგ, ხეობაში გვარების შერიგების რამდენიმე მცდელობა იყო, რომლებმაც შედეგი არ გამოიღო.

 

შეგახსენებთ, მკვლელობა ხეობაში გასული წლის ნოემბერში მოხდა. გარდაიცვალა ერთი და დაიჭრა სამი ადამიანი.

 

მკვლელობისათვის დაკავებულია ორი პირი, რომლებიც დანაშაულს აღიარებენ.

 

სისხლის სამართლის საქმის განხილვა, თელავის რაიონულ სასამართლოში დღემდე მიმდინარეობს.

 

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

 

პანკისში უხუცესები მკვლელობის დროს დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად შეიკრიბნენ
2020-05-24პანკისში უხუცესები მკვლელობის დროს დაპირისპირებული გვარების შესარიგებლად შეიკრიბნენ

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X