21:31 | 2021-06-01 ავტორი: Prime Time

როგორ დაბრუნდება და რას გააკეთებს დავით კიკალიშვილი P.S.-ში

როგორ დაბრუნდება და რას გააკეთებს დავით კიკალიშვილი P.S.-ში

ტელეწამყვანი დავით კიკალიშვილი საკუთარი გეგმების შესახებ საუბრობს და ამბობს, რა ფორმატით შეუერთდება P.S.-ის გადაცემას.

 


როგორც დავით კიკალიშილი ამბობს, იგი ამჟამად ევროპაში კორესპონდენტი იქნება.

 

„ბედნიერი ვარ, რომ ისევ ვიმუშავებ „რუსთავი 2“-ზე და ჩემს საყვარელ გადაცემაში. მე ამჯერად ვიქნები ევროპაში კორესპონდენტის ამპლუაში და ჩემი მიზანი იქნება უფრო მეტად დავაახლოვო ჩვენი მაყურებელი ამ დიდ თანამეგობრობასთან. ევროპაში უკვე გაჩნდა ქართული დიდი სათვისტომო და მინდა ამ ადამიანებს მივმართო და ვთხოვო თანამშრომლობა და P.S. მათთან ჩავა.

 

ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს და პარალელების გავლება შეიძლება როგორ გვარდება სხვა ქვეყნებში სხვადასხვა პრობლემა“,- ამბობს დავით კიკალიშვილი.

 

ცნობისთვის, დავით კიკალიშვილი „პოსტ სკრიპტუმში“ ბრუნდება. იგი 20 წელიგადაცემის წამყვანი იყო. 2016 წელს კი თავისი სურვილით დატოვა ტელეკომპანია “რუსთავი 2” და საცხოვრებლად ავსტრიაში გადავიდა.

 

“რუსთავი 2-ის” ისტორია 1994 წელს ქალაქ რუსთავში დაიწყო. არხი საკუთარ ამბავს საუკუნის მეოთხედზე მეტია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიასთან ერთად წერს.

 

ასევე ნახეთ: „ნუ ეძებთ კატას ბნელ ოთახში“- გახარიას პასუხები კითხვებზე, რომლებიც მისი პოლიტიკიდან გაუჩინარების შემდეგ დაგროვდა

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!