13:39 | 2020-05-08 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

როგორ დაამარცხა კორონავირუსი მადონამ

როგორ დაამარცხა კორონავირუსი მადონამ

რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა რომ პოპის დედოფალი მადონა ერთ-ერთი იყო უამრავ ადამიანს შორის, რომელიც კორონავირუსი გადაიტანა.

 

მადონამ სისხლში ანტისხეულები აღმოაჩინა და უფრო დეტალურად ინსტაგრამზე გამომწერებს მოუყვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

 

“ახლა ავად არ ვარ. როცა ანტისხეულების ტესტი დადებით შედეგს გიჩვენებს, ეს იმას ნიშნავს, რომ ვირუსი უკვე გადატანილი გაქვს.

 

ტურნეს მიწურულს, დაახლოებით შვიდი კვირის წინ პარიზში ყოფნისას, მე და ჩემი შოუს მონაწილე ბევრი არტისტი გავხდით ავად. მაშინ ყველას გვეგონა, რომ გრიპის რთული ფორმა გვქონდა. მადლობა ღმერთს, ახლა ყველა ჯანმრთელად და კარგად ვართ”, – წერს მომღერალი.

 

აღსანიშნავია, რომ მადონამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექნის მხარდამჭერ ფონდში 1,1 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები