14:33 | 2020-04-07 ავტორი: Prime Time

როგორ ავწიოთ კუბო ორმა კაცმა, როცა მესამე შიგ წევს, ოთხის თავშეყრა კი იკრძალება – კორონავირუსმა ხალხი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა

როგორ ავწიოთ კუბო ორმა კაცმა, როცა მესამე შიგ წევს, ოთხის თავშეყრა კი იკრძალება – კორონავირუსმა ხალხი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა

კორონავირუსმა და მასთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხი ხუმრობის ხასიათზეც დააყენა.

 

სოციალურ ქსელში ხშირად შეხვდებით კორონა-მარგალიტებს. გთავაზობთ რამდენიმე მათგანს…

 

გურია

 

გურიაში პატარა ბავშვი მეზობელთან თამაშობდა. ოჯახის წევრებს ბავშვის მოკითხვა შეაგვიანდათ და გახდა ამასობაში საღამოს 9 საათი.

 

ბავშვის დედამ შეჰკივლა:

 

– ვაიმე ბავშვი დამრჩა მეზობელთანო და გაემზადა წასასვლელად. ამასობაში სამზარეულოდან იკივლა ბებიამ:

 

-დატიეთ იქინე, 3000 ლარი არ მომითრიოთ ჯარიმა სახლში!

 

•••

 

ახლა იფერი დროია ძამა აღდგომაზე მკვტარი აქეთ თუ მუა და დაგინთებს სანთელს.

 

 

კახეთი

 

ჯვარი აქაურობაი და ქიზიყში ქელეხები გავაუქმეთ. ეხლა იმაი ვამუღამებთ კუბო ორმა კაცმა როგო ვატაროთ. მეოთხე არ შეიძლება და მესამე შიგა წევს.

 

•••

 

ეს ვიდეოც კახელ ქალბატონზეა, რომელსაც სოციალურ ქსელში უამრავი გამოხმაურება აქვს ↓↓

 

კახელები და ქიზიყელები დაცულები ვყოფილვართ კორონასგან😍❤️

Gepostet von წნორი ჩვენი არსობისა am Samstag, 7. März 2020

 

 

თბილისი

 

საინფორმაციოს აღარ ვრთავ… გავხედავ ანძას და ფერის მიხედვით ვხდები, რომელ ქვეყანას აქვს დედა მო…ლი.

 

ნეტგაზეთი | თბილისის ანძა ესპანეთის ...

 

ცნობისთვის: ბოლო დღეებში თბილისის ანძა იმ ქვეყნების ფერებში ნათდება, რომლებიც ყველაზე ცხელ წერტილებად მიიჩნევა

 

 

იმერეთი

 

ქუთაისში პატრულმა კაცი 20:30 ზე დააჯარიმა – ვიცი სადაც ცხოვრობ, 9-მდე სახლში ვერ მიასწრებო.

 

•••

 

ზესტაფონში მოტეხილი ხელი ვერ დამიფიქსირეს ექიმებმა და კორონას დააფიქსირებენ?!

 

•••

 

ქუთაისს სველი ტილო მაინც გადაუსვან – ასე ეხმაურება ადგილობრივი თბილისის ქუჩების გაწმენდით და სადენზიფექციო სამუშაოებს

 

თბილისის ქუჩების სადეზინფექციო ...

 

აჭარა

 

იქნებ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება რომ რესტორანში პაპიტოზე ვცეკვავდით?

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +