fbpx
14:39 | 2020-10-28 ავტორი: Prime Time

როგორ ამხნევებს კოვიდინფიცირებულ დეპუტატს მამა (ფოტო)

როგორ ამხნევებს კოვიდინფიცირებულ დეპუტატს მამა (ფოტო)

„ქართული ოცნების“ კოვიდინფიცირებული დეპუტატი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს სადაც საუბრობს, თუ როგორ ამხნევებს მამამისი შენობის გარედან თვითიზოლაციაში მყოფს.

 

როგორც ნინო წილოსანი ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მან მამა სთხოვა სახლიდან არ გამოსულიყო, მამა მის სანახავად მაინც მივიდა.

 

„მახსოვს ბავშვობაში თითქმის ვერ ვხედავდი მამაჩემს, ქარხანაში მუშაობდა და ფაქტიურად ღამისთევით იყო იქ…

 

მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც კამპანიის პარალელურად ტაძარში მსახურობს - უცნობი ფაქტები ნოდარ ტურძელაძეზე
2020-10-28მაჟორიტარობის კანდიდატი, რომელიც კამპანიის პარალელურად ტაძარში მსახურობს - უცნობი ფაქტები ნოდარ ტურძელაძეზე

 

იშვიათ შემთხვევაში, როცა თავისუფლდებოდა გვიან ღამით მივყავდი სასეირნოდ, ბევრს მელაპარაკებოდა, ახლაც თითქმის ზეპირად მახსოვს მისი სიტყვები.

 

ბოლოს ჩვენი გასეირნება სრულდებოდა ერთ-ერთ შენობასთან, შემაღლებულ ადგილას შემომსვამდა და  რომ გავერთე მეუბნებოდა გადმოხტი, დაგიჭერო. ზუსტად ესე ხელგაშლილი დგებოდა და მიჭერდა,  მახსოვს ის შეგრძნება, რაც მაშინ პატარას მქონდა – რომ უსაფრთხოდ ვარ ..

 

დღესაც ესე დამადგა თავზე, მიუხედავად იმისა რომ ვეხვეწეთ არ გამოხვიდე სახლიდანთქო, მაინც მოვიდა რომ ვენახე და ეთქვა რომ უსაფრთხოდ ვარ.

 

ალბათ, მშობლის ყველაზე დიდი მისია შვილის მიმართ სწორედ ამ უსაფრთოების შექმაა, რომელსაც არ ჭირდება არაფერი განსაკუთრებული, გარდა სიყვარულისა, ძალიან მიყვარხარ მა“,- წერს ნინო წილოსანი.

 

ცნობისთვის, დეპუტატ ნინო წილოსანს კოროანვირუსი აქვს დადასტურებული. იგი სახლში, მსუბუქი სიმპტომების ფონზე იმყოფება. 

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X