fbpx
15:53 | 2020-11-13 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როგორ აღმოჩნდა ირაკლი კობახიძე Vip-ლოჟაში – ფედერაციის მდივნის განმარტება

როგორ აღმოჩნდა ირაკლი კობახიძე Vip-ლოჟაში – ფედერაციის მდივნის განმარტება

ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი,  საქართველო – ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩის მსვლელობისას ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონის Vip-ლოჟაში მყოფ პირებთან დაკავშირებით მედიასთან განმარტებას აკეთებს.

 

მისი თქმით, კახა კალაძეს, როგორც ტიტულოვან ფეხბურთელს, 3 საშვი ჰქონდა და მას სამი ადამიანის შეყვანა შეეძლო სტადიონზე.

 

„არსებობს ოფიციალური სია, რომელიც UEFA-სთან არის შეთანხმებული, ისევე როგორც გასვლით თამაშებზე. ჩვენ გვქონდა მითითებული წინასწარი სია გასვლით თამაშებზეც. ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციის სიაც ოფიციალურად იყო ცნობილი. ისინი უფრო მეტნი იყტვენ Vip-ლოჟაში წარმოდგენილები, ვიდრე ჩვენ.

 

ეს კადრები ქართველი ქომაგებისთვის მძიმე სანახავია! - მაკედონიელებმა ქართველების საკონფერენციო დარბაზი
2020-11-13ეს კადრები ქართველი ქომაგებისთვის მძიმე სანახავია! - მაკედონიელებმა ქართველების საკონფერენციო დარბაზი "თავზე დაიმხეს“

 

სამწუხაროა, რომ გულშემატკვირს მოსვლა ვერ მოხერხდა და იმ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც ვერ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს.

 

გუშინ სია იყო შეზღუდული. ქალაქსის მერი, კახი კალაძე ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელია. UEFA-სთან შეთანხმებული იყო, რომ როგორც წინა თამაშზე, ოქტომბერში, კახისთვის 3 ადგილი იყო განკუთვნილი. ასევე, თამაშზე იმყოფებოდა აკრედიტებული მედია და  ფედერაციის თანამშრომლები.

 

სამწუხაროა, რომ მხოლოდ სამი საშვი გადაეცა კალაძეს, მერიას და მთავრობას. მრავალი მსურველი იყო სამთავრობო სექტორიდან რომ გუნდთან ერთად ყოფილიყო, სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა“, – განმარტა მუჯირმა.

 

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების გამო, საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის ეროვნული ნაკრებების შეხვედრა გულშემატკივრის გარეშე გაიმართა.

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X