18:14 | 2021-09-10 ავტორი: თამარ გონგაძე

როგორ აღმოჩნდა გივი სიხარულიძის ფოტო ცნობილ პორნოსაიტზე – „დედა ვაგინე“

როგორ აღმოჩნდა გივი სიხარულიძის ფოტო ცნობილ პორნოსაიტზე – „დედა ვაგინე“

გირჩი – მეტი თავისუფლებამ პორნო-საიტზე PornHub საარჩევნო რეკლამა განათავსა. ინფორმაციას ამის შესახებ პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

 

პოსტერზე ზურაბ ჯაფარიძე საკუთარი საარჩევნო ნომრით – 45 – არის წარმოდგენილი. იქვე განთავსებულია გივი სიხარულიძის ფოტო – წარწერით – 25 და ჯონი სინსის ფოტო წარწერით – 19.

 

გივი სიხარულიძეს პოსტერი არ უნახავს, თუმცა იცოდა, “რა თემაშიც” არის. აი, რა კომენტარს აკეთებს ის “პრაიმტაიმთან”.

 

გივი სიხარულიძე: – საერთოდ, მე ვთვლი, რომ “გირჩი”, ერთიც და მეორეც, პორნოპარტიებია. ეროვნული ღირსების შემლახველი პარტიაა. ქართველ ერზე შთაბეჭდილება მაშინ დავკარგე, როდესაც ამ პარტიას ხმა მისცეს.

 

როგორ უნდა ვიწამო პარტიის, რომელიც ახალგაზრდობას პლანის მოყვანას, მოწევას და მორფინისტობას ურჩევს? საშინელებათა შორის საშინელებაა. მე ვუსამძიმრებ ერს, რომელსაც ასეთი პარტია ჰყავს. ის ერი გარდაიცვალა.

 

– პასუხს არ მოსთხოვთ?

 

– ვის მოვთხოვო პასუხი? ეგ არის ერთი პატარა ნაბიჭვარი. მე მაგას დედა ვაგინე ადრე, ინგა გრიგოლიას გადაცემაში.

ავტორი: თამარ გონგაძე

X

error: Content is protected !!