23:50 | 2020-07-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდის უნდა ველოდოთ ვირუსის მორიგ დარტყმას? – თენგიზ ცერცვაძის ანალიზი

როდის უნდა ველოდოთ ვირუსის მორიგ დარტყმას? – თენგიზ ცერცვაძის ანალიზი

კორონავირუსის შესაძლო მეორე ტალღაზე ქვეყნის მთავარი ინფექციონისტი, თენგიზ ცერცვაძე გურამ როგავას „შაბათის რუბრიკაში“ საუბრობს.

 

„ჩვენ უკვე მოვხსენით შეზღუდვების უმრავლესობა და ეს გადავიტანეთ აბსოლუტურად უმტკივნეულოდ, ისე რომ შემთხვევების ზრდა საერთოდ არ დაფიქსირებულა, კვლავ ერთნიშნა ციფრზე ვართ.

 

რისკის შემცველი ეტაპია, როდესაც აღდგება ფრენები, გაიხსნება საზღვრები და აღდგება საერთაშორისო ტურიზმი.

 

არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო... ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების - ანა გაბეჩავა
2020-07-18არ მგონია, რომ ეს დაბადების დღის ბრალი ყოფილიყო... ჩვენი ბრალია, ალბათ, ადამიანების - ანა გაბეჩავა

 

შემდეგ, როდესაც დაიწყება შემოდგომა-ზამთარში აგრილება და დადგება რესპირაციული სეზონის ინფექციები, რადგან ჩვენ არ ვიცით ეს კორონავირუსი როგორ იქცევა, ჩვეულებრივ რესპირაციული ინფექციები ზაფხულში უფრო შერბილებულია, ან მთლიანად ქრება, ხოლო ზამთარში მათი გავრცელება-ინტენსივობა იზრდება.

 

კორონავირუსმა ეს კანონზომიერება ჯერჯერობით, დაარღვია. ზაფხულში მან მხოლოდ საქართველოში დაიხია უკან, მსოფლიოში არ იხევს.

 

შესაძლოა, მეორე ტალღა გამოკვეთილად კი არ დადგეს, პირველი ტალღა მეორეში გადაიზარდოს“, – ამბობს ცერცვაძე.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X