23:18 | 2020-03-29 ავტორი: Prime Time

როდის უნდა ველოდოთ პიკს?! – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

როდის უნდა ველოდოთ პიკს?! – თენგიზ ცერცვაძის პროგნოზი

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, საქართველოში კორონავირუსის პიკი 2-3 კვირის შემდეგ არის მოსალოდნელი. ამის შესახებ ცერცვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ ჩვენს ქვეყანაში, COVID-19-ით ინფიცირებულთა მატება ზომიერების ფარგლებში გაგრძელდება.

„მე მაინც მგონია, რომ ეს ტენდენცია გაგრძელდება, იქნება შემთხვევების მატება, მაგრამ ზომიერად. არ ველოდები რამე განსაკუთრებულს, თუმცა თუ პიკი იქნება, შესაძლოა ის იყოს მართლა პიკი და შესაძლოა, იყოს მდორე პიკი, ეს იქნება სადღაც ორი-სამი კვირის მერე“ – აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ამ დროისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში 6 პაციენტი იმყოფება, თუმცა არცერთი მათგანი უიმედო მდგომარეობაში არ იმყოფება.

 

„ჩვენ დღეს გვყავს ექვსი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში, მოთავსებული არიან რეანიმაციულ განყოფილებაში, მაგრამ ისეთი, რომ უიმედო იყოს, არც ერთი არ არის“, – განმარტა თენგიზ ცერცვაძემ.

 

ამ დროის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 91 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 18 მიაღწია.

 

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X