fbpx
01:02 | 2020-11-28 ავტორი: ზურა დვალაშვილი

როდის უნდა დარეკოს ინფიცირებულმა პაციენტმა 112-ში და როდისაა ჰოსპიტალში გადაყვანა აუცილებელი?

როდის უნდა დარეკოს ინფიცირებულმა პაციენტმა 112-ში და როდისაა ჰოსპიტალში გადაყვანა აუცილებელი?

ვისაც სატურაციის აპარატზე ჟანგბადის მაჩვენებელი, ნიშნული ოთახის ტემპერატურაზე ჩამოვა 95-ის ქვემოთ, უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა “რამის კურიერის” ეთერში განაცხადა.

 

კულუმბეგოვის თქმით, პაციენტების 85%-ს ჰოსპიტალში გადაყვანა არ სჭირდება, რადგან იქ ვერაფერს შესთავაზებენ ისეთს, რისი გაკეთებაც სახლის პირობებში შესაძლებელი არ არის.

 

“ჩვენ როდესაც ვამბობთ პაციენტი როდის უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში და ეს პრობლემა სერიოზულად უდგას ქვეყანას, მაგრამ ერთი ნიუანსიც არის ესეც მინდა ვთქვა, ჩვენ თუ გვექნება ტესტირებისადმი საყოველთაო ხელმისაწვდომობა და ჩვენ თუ დღეში გვეყოლება 15, 16, 17 ათასი პაციენტი, იქიდან უკვე 35% ჰოსპიტალიზაცია არ გამოვა და თუ ჩვენ ტესტს ვერ ვუკეთებთ პაციენტებს ისინიც მძიმდებიან, კრიტიკულები ხდებიან და ეს არ ნიშნავს, რომ საერთო სტატისტიკა უნდა ვიანგარიშოთ ჰოსპიტალიზირებულების პროცენტი მხოლოდ იქიდან, ვისაც ჩვენ ტესტი ჩავუტარეთ. ამიტომ ეს სერიოზული პრობლემაა, მე არ მგონია, რომ ზეჭარბია ჰოსპიტალიზაცია.

 

შეიძლება იყოს 5% არასაჭირო პაციენტი, მაგრამ რეალურად პაციენტი არის ყოველდღიურად 10-12 ათასი, რეალურად ვიცით 3-დან 4 ათასამდე ლაბორატორიულად დადასტურებული და მხოლოდ იქიდან ვითვლით ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელს ალბათ მიმიხვდით რასაც ვგულისხმობ.

 

ამ პაციენტების 85%-ს არ სჭირდება რა საკვირველია ჰოსპიტალში მოხვედრა იმიტომ, რომ ვერაფერს ვერ შესთავაზებენ უცხოს მათ კლინიკაში, რაც არ შეიძლება სახლის პირობებში მათ გააკეთონ. იმიტომ, რომ ამ ვირუსის მიმართ არანაირი მედიკამენტოზური მკურნალობა არ არსებობს.

 

ვინ უნდა მოხვდეს ჰოსპიტალში? ვისაც სატურაციის აპარატზე ჟანგბადის მაჩვენებელი, ნიშნული ოთახის ტემპერატურაზე ჩამოვა 95-ის ქვემოთ. ეს იმას ნიშნავს, რომ ფილტვის დაზიანების ხარისხმა მიაღწია იმ მასშტაბს, რომ ჩემს ორგანიზმში უკვე ფილტვის მთავარი ფუნქცია ვერ ხორციელდება, ანუ ჟანგბადით ვერ მარაგდება ჩემი ორგანიზმი და ეს იმას ნიშნავს, რომ მე უნდა წავიდე კლინიკაში და აუცილებლად დამხმარე მეთოდებით ჟანგბადი მომაწოდონ. ეს არის ამის მთავარი ფუნქცია.

 

რა საკვირველია სასურველი იქნება ეს ყველა პაციენტს ჰქონდეს ვისაც ხელმისაწვდომობა აქვს, შეიძლება დააბრუნონ კიდეც. ეს სერიოზული საკითხია და თუ ეს გადაწყდება, კერძო სექტორი ამაზე ფიქრობს, მეც მქონდა მათთან საკონსულტაციო შეხვედრა და შეიძლება იყოს ამის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა გამოიყენონ და მერე უკან დააბრუნონ.

 

თუ სატურატორი გვიჩვენებს 95-ზე დაბალ მაჩვენებელს აუცილებლად უნდა დავრეკოთ 112-ზე – ეს არის ამის ინდიკაცია. პირველი: ჩვენ გვჭირდება ჟანგბადით დახმარება იმიტომ, რომ ორგანიზმზე არის SOS სიგნალი ანთებული და ჩვენ აუცილებლად ჰოსპიტალში უნდა გადავიდეთ,” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ავტორი: ზურა დვალაშვილი

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X