13:40 | 2021-06-12 ავტორი: Prime Time

როდის შევძლებთ პირბადის მოხსნას – ამირან გამყრელიძის განმარტება

როდის შევძლებთ პირბადის მოხსნას – ამირან გამყრელიძის განმარტება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქვეყანაში შექმნილ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას კიდევ ერთხელ ეხმაურება.

 


როგორც გამყრელიძე ამბობს, პირბადეს ვერ მოვიხსნით იქამდე, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება.

 

 

„ჩვენ უნდა შევიგნოთ, რომ თავი შევიკაოთ კიდე 1 წელი. პირბადეს ჩვენ ვერ მოვიხსნით, სანამ მოსახლეობის კრიტიკული მასა არ აიცრება. დისტანცია და წესრიგი უნდა დავიცვათ, დიდი თავყრილობებს თავი ავარიდოთ და ვატაროთ პირბადე, ასევე დავიცვათ სანიტარული ნორმები და აცრები გავიკეთოთ“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

 

ცნობისთვის, დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დადებითობის დღიური მაჩვენებელი კი  1.95 %-ია.

 

დაგაინტერესებთ:

 

 

ავტორი: Prime Time


X

error: Content is protected !!