
გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR-ტესტი არ კეთდება, – ამის შესახებ ინფექციონისტმა „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა.
მაია ბუწაშვილის თქმით, თუ სიმპტომების დაწყებიდან გასულია 10 დღე, ხოლო სიმპტომების დამთავრებიდან 3 დღე, PCR ტესტი განმეორებით აღარ კეთდება, რადგან პაციენტი გადამდები აღარ არის.
„თუ PCR-ტესტი უარყოფითია, ეს ცალსახად ამბობს, რომ ადამიანი ვირუსის გამომყოფი აღარ არის, მაგრამ დადებითის შემთხვევაშიც, თუ 10+3 (სიმპტომების დაწყებიდან გასული 10 დღე და სიმპტომების დამთავრებიდან 3 დღე) გასულია, ეს ადამიანი მაინც არ არის გადამდები.
ბევრი ადამიანი ვიცი, რომ კვირაობით ჩაკეტილია იმიტომ, რომ PCR დადებითია. ამ დროს შეიძლება 3 თვე ტესტი დადებითი იყოს, ეს არის ვირუსის ფრაგმენტები, ნაგლეჯები, ამიტომ ეს ადამიანი გადამდები აღარაა. მინდა აღვნიშნო, რომ გამოჯანმრთელების კრიტერიუმად განმეორებითი PCR აღარ კეთდება და უბრალოდ ვადების გასვლის შემდეგ იზოლაციიდან თავისუფლდებით“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
2 დეკემბერი: საქართველოში კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა