17:12 | 2020-06-08 ავტორი: სალომე ნეფარიძე

როდის დატოვებს საქართველოში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკას

როდის დატოვებს საქართველოში ბოლო კოვიდინფიცირებული პაციენტი კლინიკას

ინფექციური სავადმყოფოს ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს, რომ არსებული ინფიცირებული პაციენტები კლინიკებს 20-25 დღეში დატოვებენ.

 

ამასთან ინფექციონისტი განმარტავს, რომ თითო-თითო მატება ინფიცირებული პაციენტების მთელი ზაფხულის განმავლობაში იქნება.

 

COVID-19-მა მუტაცია ნაკლებად განიცადა! - რას ნიშნავს ეს და რატომ არის სკანდალური უახლესი კვლევა
2020-06-08COVID-19-მა მუტაცია ნაკლებად განიცადა! - რას ნიშნავს ეს და რატომ არის სკანდალური უახლესი კვლევა

 

„დიდი ალბათობით უმრავლესობა, ახლა არსებული პაციენტების, 20-25 დღეში დატოვებენ კლინიკას, მაგრამ ყოველდღიურად ხომ ახალ ახალი პაციენტები ემატება.

 

ეს თითო-თითო შემთხვევა იქნება ალბათ მთელი ზაფხულის განმავლობაში. შეიძლება იყოს დღეები, როდესაც არ დაფიქსირდეს არც ერთი შემთხვევა, მაგრამ ერთეული შემთხვევები მაინც იყოს.

 

მე ვვარაუდობ, რომ ივნისის ბოლოსთვის ივლისის დასაწყისისთვის აქტიური ინფიცირებული პაციენტები, ვისაც იმ კონკრეტულ მომენტში ექნებათ დაავადება 100-ზე ნაკლები გვეყოლება“, – ამბობს ალექსანდრე გოგინავა.

 

ბოლო მონაცამებით საქართველოში კორონავირუსი 683-მა პაციენტმა დაამარცხა. ამასთან დაფიქისრებულია ინფიცირების 810 შემთხვევა.

 

მათ შორის გარდაცვლილია 13. სტრაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 249 ადამიანს აკვირდებიან. 

 

ცნობისთვის, უცხოეთიდან გადმოყვანილმა საქართველოს სამმა მოქალაქემ Covid-19 დაამარცხა და უკვე ბინაზე გაეწერა. 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +