19:17 | 2020-03-12 ავტორი: Prime Time

როდის დასრულდება პანდემია – რას ამბობს ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების ცენტრის დირექტორი

როდის დასრულდება პანდემია – რას ამბობს ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების ცენტრის დირექტორი

ჩინეთის სასუნთქი გზების დაავადებების კვლევის ეროვნული ცენტრის დირექტორის, შონგ ნენშენის თქმით, თუ დაზარალებული ქვეყნები საკმარის ზომებს დროულად მიიღებენ, შესაძლოა, ეპიდემია ივნისში დასრულდეს.

 

შონგ ნენშენმა მსგავსი კომენტარი 9 მარტსაც გააკეთა. მისი თქმით, ვარაუდი კვლავ ძალაშია.

თუ ქვეყნები პანდემიას და მის მიერ გამოწვეულ ზიანს სათანადო ყურადღებას არ მიაქცევენ და მას სრული ძალისხმევით არ შეებრძოლებიან, ის, შესაძლოა, უფრო დიდხანსაც გაგრძელდეს,- განაცხადა დირექტორმა პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, ზაფხულში, როდესაც ტემპერატურა უფრო მაღალია, ვირუსი შედარებით ნაკლებად აქტიურია.

 

შონგი ცნობილია თავისი ნაშრომებით SARS-ის კორონავირუსის შესახებ. მას ასევე ნავარაუდები ჰქონდა, რომ ვირუსი ჩინეთში პიკს შუა ან გვიან თებერვალში მიაღწევდა, აპრილის ბოლოს კი, მისი თქმით, ქვეყანაში სიტუაცია დასტაბილურდებოდა.

 

შეგახსენებთ,რომ გუშინ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, კორონავირუსი ეპიდემიად გამოაცხადა.

 

მომზადებულია CNN- ის მიხედვით

ავტორი – ნინი ტაველიძე

ავტორი: Prime Time

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები