19:17 | 2021-05-04 ავტორი: Prime Time

როდის დაიწყება ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოში – ნახეთ რას ამბობს თამარ გაბუნია

როდის დაიწყება ბავშვთა ვაქცინაცია საქართველოში – ნახეთ რას ამბობს თამარ გაბუნია

როდის დაიწყება საქართველოში ბავშვებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქვინით იმუნიზაციის პროცესი – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ჯერჯერობით, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინა რეკომენდებული არ არის.

 

„ბავშვებში, როგორც მოგეხსენებათ, ჯერჯერობით არც ერთი ვაქცინა 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში არ არის რეკომენდებული. Pfizer-ი ახლა მუშაობს 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში ვაქცინის ეფექტურობის შეფასებაზე.

 

ჯერჯერობით, დასკვნები და რეკომენდაციები ამასთან დაკავშირებით ჯანმოს არ გამოუქვეყნებია, ამდენად ველოდებით რეკომენდაციებს. როგორც კი იქნება უკვე კონკრეტული ვაქცინა ავტორიზებული ბავშვთა ასაკის პოპულაციაში გამოყენებისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ შემდეგ განვიხილავთ ამ ვაქცინის ქვეყანაში დანერგვის შესაძლებლობას, თუმცა ჯერჯერობით ასეთი რამ არ ხდება,” – განაცხადა თამარ გაბუნიამ „რუსთავი 2-თან“ საუბრისას.

 

 

 

ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები
2021-05-04ცნობილია, რომელი ვაქცინით აიცრებიან მთავრობისა და პარლამენტის წევრები
ავტორი: Prime Time


X