fbpx
23:58 | 2020-10-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

როდის დაადგინა შსს-მ, რომ ბანკს თავს ბადრი ესებუა დაესხა – უწყების განმარტება

როდის დაადგინა შსს-მ, რომ ბანკს თავს ბადრი ესებუა დაესხა – უწყების განმარტება

საზოგადოება „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი თავდამსხმელის მიმართ ინტერესს არ კარგავს. აქტუალურია კითხვა, როდის მოხდა ბადრი ესებუას იდენტიფიცირება, რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენიმე დღე დუმდა.

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ ბორცვაძის განმარტებით, ტერორისტის იდენტიფიცირება იმავე საღამოს მოხდა.

 

შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა
2020-10-26შსს-მ ბანკზე თავდამსხმელის ვინაობა დაასახელა

 

„თავდამსხმელის იდენტიფიცირება მოხდა იმავე ღამეს. დაუყოვნებლივ, იმავე დღიდან მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები მისი ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, რაც დღესაც გრძელდება.

 

ჩვენ თავდასხმაში მონაწილე პირის ფოტოების გავრცელებისგან მიზანმიმართულად შევიკავეთ თავი. რადგან მისი ადგილსამყოფელის დადგენის პროცესში ვაწყდებოდით პრობლემებს და ეს ადამიანი თავდასხმის შემდეგ იმალებოდა და დღესაც იმალება. შესაბამისად, ჩვენს მიერ ფოტოების საჯაროდ გავრცელება იქნებოდა მიზეზი, რომ ლატენტური გამხდარიყო და მისი დაძებნა უფრო გართულებულიყო“, – განმარტა ბორცვაძემ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X