20:18 | 2020-05-08 ავტორი: Prime Time

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის პასუხი

როდის აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა – კახა კალაძის პასუხი

თბილისის მერმა ტელეკომპანია „მაესტროზე“ სტუმრობისას საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენაზე ისაუბრა.

 

კალაძემ განმარტა, რომ ეს პირდაპირ არის დამოკიდებული ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე.

 

„საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება არ არის დამოკიდებული მუნიციპალიტეტზე. ეს პირდაპირ დამოკიდებულია არსებულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვადევნებთ თვალს როგორ მიმდინარეობს პროცესები, რა ეტაპზე ვართ, რა შეიძლება იყოს საფრთხე და რა გამოწვევა არსებობს.

 

გადაწყვეტილება მაშინვე იქნება მიღებული, როდესაც გაჩნდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის შესაძლებლობა.

 

გუშინ, გუშინწინ ჩვენ ვსაუბრობდით, რომ გარკვეული გახსნები დაწყებულია იმაზე ადრე, ვიდრე თავიდან იყო ეს ყველაფერი წარმოდგენილი. აქაც მნიშნველოვანია, რომ იმ დროს როდესაც ნელ-ნელა ვუბრუნდებით ცხოვრების ჩვეულ რიტმს, აუცილებლად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გავითვალისწინოთ ყველა ის რჩევა და რეკომენდაცია, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ავტორი: Prime Time

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X