17:13 | 2020-03-19 ავტორი: ლიზი მეტრეველი

როდესაც ვიგრძნობთ რომ ვეღარ ვიჭერთ სიტუაციას, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდება – სოზარ სუბარი

როდესაც ვიგრძნობთ რომ ვეღარ ვიჭერთ სიტუაციას, ბუნებრივია, საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდება – სოზარ სუბარი

მოხდა ისე, რომ ის ეტაპი, რომელიც შეიძლებოდა დაწყებულიყო ორი და სამი კვირის წინ, ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მხოლოდ მომდევნო კვირაში, შეიძლება ველოდოთ, გავრცელება-გამოვლენის ეტაპზე გადასვლას.

 

როდესაც ვიგრძნობთ რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ვეღარ ვიჭერთ სიტუაციას, ბუნებრივია, ეს მდგომარეობაც გამოცხადდება, თუმცა ამის აუცილებლობდა არ დგას – განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა სოზარ სუბარმა „ტვ პირველის“ ეთერში.

 

„მძიმე და რთული გამოწვევის წინაშე ვდგავართ ჩვენ და მთელი მსოფლიო. არაფერს თავს არ ვარიდებთ უბრალოდ, რაც მეტ ნაბიჯს გადავდგამთ, დროზე-ადრე მით უფრო გაგვიჭირდება მდგომარეობიდან გამოსვლა და თვითონ სიტუაციის დაჭერაც.

 

ჯერჯერობით ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა იყო ეფექტური და ამის გამო მოხდა ისე, რომ ის ეტაპი, რომელიც შეიძლებოდა დაწყებულიყო ორი და სამი კვირის წინ, ჯერ კიდევ არ დაწყებულა და მხოლოდ მომდევნო კვირაში, შეიძლება ველოდოთ, გავრცელება-გამოვლენის ეტაპზე გადასვლას. როდესაც ვიგრძნობთ რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე, ვეღარ ვიჭერთ სიტუაციას, ბუნებრივია, ეს მდგომარეობაც გამოცხადდება, თუმცა ამის აუცილებლობდა არ დგას.”- განაცხადა სოზარ სუბარმა

 

რა ხდება საქართველოში კორონავირუსის გავრცელების დღიდან

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლდება, თუმცა, შესაძლოა, მომდევნო კვირას ინფექციის პირველწყარო ვეღარ დაადგინონ.

 

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაავადებულთა რაოდენობა 80-100-მდე გაიზარდოს და პიკური მომენტი დადგეს.

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

ყველა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებას დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია აქვს მიცემული, მათ შორის, კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

შეზღუდვები შეეხოთ ჟურნალისტებსაც, პარლამენტში მათ მხოლოდ კონკრეტული ლოკაციებიდან მუშაობის უფლება აქვთ, მთავრობის ბრიფინგებზე მათი დაშვება აიკრძალა. მედიები ბრიფინგის საერთო სიგნალს მიიღებენ და კითხვებს წინასწარ გაგზავნიან.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 99 ადამიანი.

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, რომ თუ დავიცავთ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესებს, დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

ავტორი: ლიზი მეტრეველი

0
კომენატარი - +

მსგავსი სიახლეები

X