fbpx
00:57 | 2020-10-26 ავტორი: თამარ ბუჩუკური

როდესაც შევედი, შიშის გრძნობა დამეუფლა, ძალიან შოკისმომგვრელი იყო… – გიორგი უშიკიშვილი

როდესაც შევედი, შიშის გრძნობა დამეუფლა, ძალიან შოკისმომგვრელი იყო… – გიორგი უშიკიშვილი

მომღერალი გიორგი უშიკიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა იმ პერიოდში, როდესაც ის ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი იყო. ამის შესახებ, როგორც თავად ამბობს, არასდროს არაფერი უთქვამს.

 

„სიმართლე უნდა ითქვას!! მსურს, ყველა თქვენთაგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე ასე ღიად, საჯაროდ არ დამიწერია.

 

2004 წელს მაშინდელმა კულტურის მინისტრმა გოკა გაბაშვილმა შემომთავაზა, სათავეში ჩავდგომოდი ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდურ ცენტრს. მაშინ ცენტრი რუსთაველის გამზირზე, სულ რაღაც 150 კვ.მ ფართობზე მდებარეობდა. შენობა ცენტრის საკუთრება არ იყო და თანამშრომლებს მძიმე პირობებში უწევდათ მუშაობა. წლიური ბიუჯეტი 36.000 ლარი იყო.

 

კარგად მახსოვს, როდესაც შევედი, შიშის გრძნობა დამეუფლა. ჩემი მეგობრები მეუბნებოდნენ, რომ შარში ვარ და არაფერი გამომივიდოდა. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ მაშინ ზურაბ ჟვანიას გარდა, არც ერთ ადამიანს არ ვიცნობდი ხელისუფლებიდან. ზურაბ ჟვანიას კი დიდი წვლილი აქვს ჩემს დანიშვნაში ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის დირექტორად.

 

2004 წელს ცენტრს სახელი შეეცვალა და სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ეწოდა. ბიუჯეტი 36.000 ლარიდან გახდა 500.000 ლარი, რაც აისახა თანამშრომელთა შრომის ანაზღაურებასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე.

 

პირველი, რაც ძალიან შოკისმომგვრელი იყო, გახლდათ ის, რომ… სტატიის სრულად სანახავად გადადით ამ ბმულზე 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X