
„როდესაც ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქამრების შემოჭერასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო გარე დაფინანსების მოძიებაც.
როდესაც ასეთი პრობლემის წინაშე დავდექით და ქვეყანას უჭირს, პირველ რიგში ჩვენ შემოვიჭირეთ ქამრები, მაგრამ ეს რესურსი ვერ იქნებოდა საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი გლობალური გამოწვევის წინაშე ყველაფერი სწორად და ოპერატიულად დაგვეფინანსებინა და აქედან გამომდინარე, ძალიან სწრაფად იქნა გარე დაფინანსებაც მობილიზებული და ესეც არის ასახული ბიუჯეტში“, – განაცხადა თურნავამ.