18:16 | 2020-06-09 ავტორი: თამთა თორდია

როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს – კონსტანტინე გამსახურდია გიორგი რურუაზე

როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს – კონსტანტინე გამსახურდია გიორგი რურუაზე

პირველი პრეზიდენტის ვაჟი, კონსტანტინე გამსახურდია „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე პასუხობს კახა მიქაიას კითხვას: „ბატონო კონსტანტინე, მინდა, მოგმართოთ შეკითხვით და გთხოვოთ თქვენი აზრის დაფიქსირება.

 

როგორც მოგეხსენებათ, დღეს, ოპოზიციური პარტიებისა და ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიერ, გიორგი რურუა გამოცხადებულია პოლიტპატიმრად!

 

ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა
2020-06-04ინტერპოლი გიორგი რურუას ძალადობით თანხის გამოძალვის ფაქტზე ეძებდა

 

გთხოვთ, მიპასუხოთ! გიორგი რურუა, როგორც ჯაბა იოსელიანთან დაკავშირებული პირი და ერთგული თანამებრძოლი, მონაწილეობდა თითქმის ყველა ,,სპეცოპერაციაში,” რომელიც განახორციელა „მხედრიონმა!” შეიძლება ასეთი წარსულის მქონე ადამიანი პოლიტიკის ფაქტორი იყოს?!“

 

ამ კითხვის პასუხად კონსტანტინე გამსახურდია წერს:

 

„ბატონებს, კახა და ლაშა მიქაიებს დიდ პატივს ვცემ, ისინი სამეგრელოს „ვანდეას” მონაწილეები იყვნენ, მათ თავზე გადაიარა საქართველოს დაცემის, პატივაყრის უმძიმესმა დღეებმა და იმავდროულად ბრძოლამ, სადაც უმთავრესი საკუთარი არჩევნისადმი ბოლომდე ერთგულების დემონსტრაცია იყო.

 

ჩვენ პუტჩის, უცხო ქვეყნის სამხედრო ძალის ჩართვით სამოქალაქო ომში ჩაგვითრიეს, მაგრამ ჩვენ მაინც არ ჩავყევით.

 

გიპასუხებთ ბატონო კახა, საქართველოს პარლამენტმა ზურაბ ჟვანიას თავმჯდომარეობისას 1991-1992 წლების მიჯნაზე დატრიალებული მოვლენები ცნო სახელმწიფო გადატრიალებად.

 

(ჩვენთვის ცხადია, ეს იმთავითვე ასე იყო) ეს იმას ნიშნავს, რომ არის მხარე, რომელმაც დაამხო სახელმწიფო და პასუხისმგებელი პირველ რიგში ოფიციალურადაც ის მხარე არის.

 

მე ვუსმინე გიორგი რურუას გამოსვლას ტელევიზიით იაგო ხვიჩიასთან და იქ არ ჩანდა რაიმე დანანება ამ ფაქტის გამო. დიალოგისას ლამის ყველაფერი ზვიადს დაბრალდა. რურუა თვლიდა და ალბათ დღესაც თვლის, რომ ისტორიის სწორ და ნათელ მხარეზე იდგა.

 

დღეს ჩვენ მართალია ერთმანეთს აღარ ვესვრით, რაც თავისთავად პროგრესია, თუმცა ნამდვილი შერიგება ჩვენს ქვეყანაში მაინც არ მომხდარა.

 

იმიტომ, რომ შერიგება მხოლოდ ისტორიული სიმართლის საფუძველზეა შესაძლებელი. სამართალი კი იგვიანებს.

 

როდესაც ადამიანი ასეთ მძიმე ამბებში მონაწილეობის შემდეგ პოლიტიკაში შემოსვლას გადაწყვეტს, ეს იგივეა, რომ ფეხებზე 50-60 კილოიანი ლოდები მოიბას და ისე სცადოს გადაადგილება.

 

დიახ, რურუა პოლიტიკის ფაქტორი გახადეს, მაგრამ ეს ყოველივე მაინც სიმძიმედ და სირცხილად ქცეული უახლესი ისტორიისკენ გვეზიდება“,- წერს კონსტანტინე გამსახურდია.

 

ავტორი: თამთა თორდია

0
კომენტარი - +

X