14:56 | 2020-09-24 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა

ქართული წარმოშობის რუს რეჟისორს, რეზო გიგინეიშვილს კორონავირუსი დაუდგინდა.

 

რუსული მედიის ცნობით, ის „კინოტავრში“ მონაწილეობდა, კინოფესტივალიდან შინ დაბრუნების შემდეგ კი მას სიმპტომები გამოუვლინდა. ტესტმა კოვიდ-დადებითი აჩვენა.

 

ცნობილი ქართველი რეჟისორი რუს მეუღლეს დაშორდა - რუსული პრესა წერს, რომ მიზეზი ფულია
2020-08-11ცნობილი ქართველი რეჟისორი რუს მეუღლეს დაშორდა - რუსული პრესა წერს, რომ მიზეზი ფულია

 

მასთან ერთად კორონავირუსით დაინფიცირდა კიდევ ერთი რეჟისორი, ნიგინა საიფულაევა.

 

კინოფესტივალი „კინოტავრი“ სოჭში გაიმართა.

 

გიგინეიშვილის ყველაზე ცნობილი პროექტია მძევლები. ფილმი 1983 წელს ქართველი ახალგაზრდების მიერ თვითმფრინავის გატაცების ისტორიას ასახავს.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები