fbpx
15:05 | 2020-10-12 ავტორი: სალომე ნეფარიძე

რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში – მეთოდი, რომლითაც ტრამპი 3 დღეში კარგად გახდა

რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში – მეთოდი, რომლითაც ტრამპი 3 დღეში კარგად გახდა

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს რევოლუციურ მკურნალობის მეთოდზე, რომლითაც აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ცერცვაძემ ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

 

„ყველამ ვიცით, რომ იყო ცნობა, ტრამპს გადაუსხეს ფირმა „რეგენერონის“ მიერ წარმოებული კოქტეილი, რომელიც შეიცავდა ორ სხვადასხვა ტიპის მონოკლონურ ანტისხეულებს.

ცნობილია პრეპარატი, რითაც დონალდ ტრამპს მკურნალობენ
2020-10-03ცნობილია პრეპარატი, რითაც დონალდ ტრამპს მკურნალობენ

 

სავარაუდოდ ამ მონოკლონურმა ანტისხეულებმა და ნაკლებად რემდესივირმა განაპირობა ტრამპის სწრაფი გაჯანმრთელება. სამ დღეში არ გაჯანმრელებულა, ვირუსს არ დაუტოვებია ორგანიზმი, ის კლინიკურად კარგად გახდა. ასეთი შემთხვევები ნუ გაგვიკვირდება, ჩვენთან სამ დღეში და ერთ დღეშიც გამხდარა კარგად ადამიანი.

 

მაგრამ ტრამპს მძიმე ფორმა ჰქონდა, ჟანგბადი სჭირდებოდა და ჟანგბადდამოკიდებულისთვის სამ დღეში თუნდაც კლინიკურად კარგად გახდომა, რა თქმა უნდა, კარგი შედეგია.

 

თუ მონოკლონურმა ანტისხეულებმა გაამართლეს ეს არის რევოლუციური გარღვევა მკურნალობაში, უფრო მეტი ვიდრე რემდესივირი, პრაქტიკულად ეს საკითხის გადაწყვეტა იქნება“, – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები

X