fbpx
00:10 | 2021-01-22 ავტორი: ამუკა ქორიძე

Reuters: კოვიდის ახალმა ვარიანტმა შეაფერხა პლაზმით მკურნალობა, რამაც შესაძლოა, ვაქცინის ეფექტურობა შეამციროს

Reuters: კოვიდის ახალმა ვარიანტმა შეაფერხა პლაზმით მკურნალობა, რამაც შესაძლოა, ვაქცინის ეფექტურობა შეამციროს

სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს, სისხლის პლაზმით მკურნალობის ტექნიკის გაუნებელყოფა შეუძლია.

 

მეცნიერები ამბობენ, რომ ვირუსი პლაზმით მიღებულ ანტისხეულებს უმკლავდება, ამიტომ შესაძლებელია, რომ მან ამჟამინდელი ვაქცინების ეფექტურობაც შეამციროს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

 

ამ დროისთვის, მკვლევარები ცდილობენ დაადგინონ არის თუ არა ვირუსის გავრცელებული ვაქცინები Covid – 19-ის ახალი ვარიანტთან – 501Y.V2-თან მიმართებით საკმარისად მდგრადი და ეფექტური.

 

501Y.V2 ბოლო თვეებში დადგენილი ახალი შტამებიდან (ინგლისის, ბრაზილიის) ერთ-ერთს წარმოადგენს.

 

Coronavirus: Why South Africa has yet to roll out vaccines - BBC News

 

მიმდინარე კვირას, სამხრეთ აფრიკის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ კორონავირუსის 501Y.V2 ვარიანტი 50%-ით უფრო გადამდებია, ვიდრე წინა ვერსიები.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ თემასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დეკემბრის განცხადების შემდეგ, 501Y.V2 მსოფლიოს 20 ქვეყანაში გავრცელდა.

 

სამხრეთ აფრიკაში, ეს ვარიანტი კორონავირუსის მეორე ტალღის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზია. მიმდინარე თვეში, ქვეყანამ ინფიცირების დღიური ანტირეკორდი – 21 000 შემთხევით მოხსნა.

 

კვლევეების მიხედვით, ვირუსზე კონტროლის შესანარჩუნებლად ახალი ვაქცინის შექმნა საჭირო გახდება.

ავტორი: ამუკა ქორიძე


X