12:38 | 2020-03-18 ავტორი: ანეტი მიქელაძე

Reuters: კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე

Reuters: კორონავირუსი ჰაერში რამდენიმე საათი ცოცხლობს, ზედაპირზე კი რამდენიმე დღე

ახალ კორონავირუსს, რომელიც გლობალურ პანდემიად გადაიქცა, შეუძლია შეინარჩუნოს სიცოცხლისუნარიანობა ჰაერში რამდენიმე საათის განმავლობაში, ხოლო ზედაპირზე რამდენიმე დღის განმავლობაში. კვლევის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

 

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტი (NIAID) შეეცადა დაავადებული ადამიანის მიერ, ხველების და ზედაპირზე შეხებების იმიტაცია გაეკეთებინა, რათა დაედგინათ, თუ როგორ გადადის ვირუსი.

 

მათ გამოიყენეს აეროზოლის მაგვარი მოწყობილობა, რომელიც მიკროსკოპული წვეთების დუპლიკაციას აკეთებდა, რაც ხველების ან ცემინების დროს წარმოიქმნება. შემდეგ მეცნიერები სწავლობდნენ, რამდენი ხანი ცოცხლობდა ვირუსი ზედაპირსა და ჰაერში.

 

ტესტმა აჩვენა, რომ როდესაც ვირუსი წვეთოვანი გზით გადადის, რომელიც ხველების ან ცემინების დროს გამოიყოფა, ის ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს და შეუძლია დააავადოს ადამიანი სულ მცირე 3 საათის განმავლობაში.

 

პლასტმასსა და უჟანგავ ფოლადზე ვირუსი სულ მცირე 3 დღე ცოცხლობს. მუყაოზე კორონავირუსმა 24 საათი იცოცხლა, ხოლო სპილენძზე ვირუსი 4 საათის განმავლობაში იყო აქტიური.

ავტორი: ანეტი მიქელაძე

0
კომენტარი - +

სხვა სიახლეები